ალბიოლი RealMadrid TV-სთან
რაულ ალბიოლი რეალ მადრიდ ტვ-ს მორიგი სტუმარი იყო, მან მრავალ საინტერესო კითხვას უპასუხა. ინტერვიუ საინტერესო გამოდგა...
თქვენი საყვარელი სიმღერა არის Imagine , რატომ აირჩიეთ ეს მელოდია?
იმიტომ, რომ მე და ჩემ მეუღლეს ამ სიმღერის მოსმენისას შესანიშნავი დრო გვაქვს გატარებული, ყველაფერ კარგს სწორედ ამის მოსმენისას ვიხსენებ, სხვა მიზეზი არ მაქვს.
როგორც ვიცი, აქ მოსვლის სურვილი არ გქონდათ, რატომ?
იმიტომ, რომ ასეთი ინტერვიუების ჩაწერის დროს უნებლიედ მეცინება ხოლმე, ამ შემთხვევაში კი სიცილი ნამდვილად უადგილოა, სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს.
ანუ გინდათ თქვათ, რომ მუდმივად ღიმილის ხასიათზე ხართ ისევე როგორც მარსელო?
რატომ არ უნდა ვიყო კარგ ხასიათზე, როდესაც ვთამაშობ მადრიდის "რეალში" ისეთი თანაგუნდელების კვალდაკვალ, როგორებიც თუნდაც მარსელო და კიდე რამდენიმე მოთამაშე არიან. ძალიან ბედნიერი ვარ და ღიმილი მუდამ თანმზდევს.
როგორი გრძნობაა მადრიდის "რეალში" თამაში?
ამას ენით ვერ აღვწერ, რადგან თითოეულმა მოთამაშემ თავისით უნდა გაიგოს "ბლანკოსის" ფორმის მორგების გემო. ეს არის უდიდესი სიამოვნება, თითოეული მოთამაშე, რომელიც ჩვენთან ირიცხება ამაყი და ბედნიერია. როდესაც კარიერას დავასრულებ ალბათ კიდევ უფრო კარგად გავიგებ რას ნიშნავს მადრიდელობა.
გუნდში მოსვლისთანავე თქვენი ადაპტაცია მალევე მოხდა და იყო პერიოდი როდესაც ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშედ ითვლებოდით...
დიახ, მე მადრიდში მოვედი და ყველაფერი ბრწყინვალედ წავიდა, არც კი მოველოდი მოვლენების ამგვარ განვითარებას, თითოეული თანაგუნდელი მწვრთნელთან ერთად ძალიან მეხმარებოდა, ასევე მხარში მედგა პუბლიკა, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ.
როგორც ვიცი, თქვენ დაიბადეთ ქალაქ ვილამარჩენატაში, რომელიც ძალიან ლამაზი ადგილია, რა შეგიძლიათ გვითხრათ მშობლიურ კუთხეზე?
ის ადგილი ძალიან მიყვარს, რადგან სწორედ იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. ვილამარჩენატაში დაახლოებით 8 000 ადამიანი ცხოვრობს, ეს პატარა დასახლებაა, რომელშიც ყველას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მახსოვს ძველი წლები, როდესაც მოედნებზე დავდიოდი და თანატოლ მეგობრებთან ერთად ბურთს ვაგორავებდი.
შენ ორი ძმა გყავს, ბრაიანი და მიგელი. მართალია, რომ ბრაიანი დიდი ლაუდრუპის საპატივცემულოდ დაარქვით თქვენს ძმას?
დიახ, დიახ. მე ამ მოთამაშეს ვეთაყვანებოდი და ძალიან გამიხარდა, როდესაც მშობლებმა ჩემს ძმაზე ბრაიანის დარქმევა გადაწყვიტეს. მახსოვს დედა 40 წლის იყო და ეს არც ისე პატარა ასაკია ორსულობისთვის, მაგრამ ახალი სიცოცხლის დაბადების შესახებ ინფორმაციის გაგებამ ყველა ძალიან გაგვახარა.
ალბათ ვილამარჩანტეში ბევრს ქვია ბრაიანი...
არ ვიცი, ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, მაშინ როდესაც ჩემი ძმა დაიბადა ძალიან გვსურდა ამ სახელის დარქმევა. მახსოვს მღვდელსაც კი დავეკითხეთ , მან კი გვითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა.
მოგვიყევი იმ სკვერებზე, ბაღებსა და სტადიონებზე სადაც ბავშვობაში თამაშობდი...
სამწუხაროდ ჩემ მშობლიურ სოფელში ასეთი ფუფუნება არ გვგქონდა, ხშირად ქალაქში ჩამოვდიოდით სათამაშოდ.
გამიგია რომ იქვე არის რიბა-როხა?
დიახ, ჩვენს შემდეგ სწორედ რიბა-როხა იყო, ხშირად იქ გვიწევდა გადასვლა და თამაში, ინფრასტრუქტურა რიბაში ბევრად უფრო განვითარებული გახლდათ.
ყველამ იცის, რომ მცველი ხარ მაგრამ შენი პროფესიონალური კარიერა საყრდენ ნახევარმცველად დაიწყო...
დიახ, მე საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი და საკმაოდ კარგად ვასპარეზობდი, მაგრამ კიკე სანჩეს ფლორესს დაცვაში პრობლემები შეექმნა, ამიტომ უკან მომიწია გადაწევა, სადაც თავი ძალიან კარგად ვიგრძენი და ნელ-ნელა ცენტრალურ მცველად ჩამოვყალიბდი.
ვალენსიადან ხეტაფესკენ აიღეთ გეზი, მაგრამ თქვენი პრეზენტაცია მაშინ გადაიდო...
დიახ, მაშინ ჩემ მანქანას პრობლემები ჰქონდა და მძღოლიც ავტომობილით ვამჯობინე წასვლა, მახსოვს დიდი ხნის მანძილზე უნდა მემგზავრა ამიტომ სპორტული გაზეთები მოვიმარაგე და სიახლეებს ვეცნობოდი. სამწუხაროდ ავარიაში მოვყევი და ფეხბურთს გარკვეული დროით ჩამოვშორდი, ის მომენტი არასდროს დამავიწყდება, მაშინ ხეტაფეს "რეალთან" უნდა ეთამაშა, სწორედ იმ "ბლანკოსთან", რომელშიც ზიდანი, ფიგუ, რაული, რობერტო კარლოსი, რონალდო და კიდევ ბევრი უმაღლესი რანგის მოთამაშე გამოდიოდა.
ხეტაფეს შემდეგ კვლავ ვალენსიაში დაბრუნდი და 2009 წელს საერთოდ "რეალის" ფორმა მოირგე...
დიახ, მე დავბრუნდი "ღამურებში" და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დავტოვე, "ბლანკოსის" ინტერესმა ძალიან მომხიბლა და როდესაც მადრიდელი გავხდი უბედნიერესი ვიყავი, ჩემი ოცნება სწორედ "მერენგების" ფორმის მორგება იყო.
ყველაზე მეტად რამ მოგხილბათ სამეფო კლუბში?
გუნდის უდიდესმა ტრადიციებმა, იმ ფეხბურთელთა ისტორიებმა, რომლებიც თეთრ მაისურს ატარებდნენ, ეს არის ლეგენდარული გუნდი და "ბლანკოსის" ფეხბურთელობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. გულშემატკივრები ყოველთვის თბილად არიან განწყობილნი ჩვენს მიმართ.
რას გრძნობთ, როდესაც ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას უყურებთ?
ვამაყობ, რომ ასეთი ინჩადა გვყავს, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტიტულისთვის ბრძოლა, როდესაც ფანთა ამხელა არმია მხარს გვიჭერს. სამეფო კლუბი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
როგორ ფიქრობთ, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე?
ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო კრიშტიანო რონალდოა. მას აქვს ბრწყინვალე დარტყმა, ტექნიკა, ხასიათი, მოედნის ხედვა, შესანიშნავად ასრულებს სტანდარტებს, პორტუგალიელი ნამდვილი ლიდერია, მე მასთან მუდმივი შეხება მაქვს და ვთვლი, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. რონალდო მუდამ გამარჯვებაზეა ორიენტირებული და სწორედ ეს ხდის მას საუკეთესოს.
რას ფიქრობთ ამჟამინდელ "ბლანკოსზე"?
ეს არის უძლიერესი გუნდი, რომელიც შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერდა და კიდევ უფრო მეტ ტიტულს მოიგებს, ჩვენ ყველაფრის მოგება შეგვიძლია, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გვყავს, გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა, მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს საუკეთესო რეზულტატის საჩვენებლად. თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია და მხოლოდ გუნდზე ფიქრობს. ერთი სიტყვით კოლექტივში ბრწყინვალე სიტუაცია სუფევს.
არაერთხელ გითქვამთ, რომ გუნდი მენტალურად ძალიან გაძლიერდა, რა მოიტანა ჟოზე მოურინიომ?
პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში საუკეთესოა და მისმა მეთოდებმა თვითრწმენა შეგვმატა, ამ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა და ფეხბურთელისთვის უდიდესი დახმარების აღმოჩენა, მოუ ყველას უყვარს და ყველა დიდ პატივს სცემს, რადგან საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ მასთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ.
- 19 ნოემბერი 2011
- 1 421
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.