ემერი:"მიზანი სამი ქულაა"
დღეს "ვალენსიის" მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა უნაი ემერიმ "რეალთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე "ღამურებისთვის".
"ფეხბურთელებს მოვუწოდებ, რომ ყველანაირი წნეხისგან განთავისუფლდნენ. მოთამაშეები არანაირი ტვირთით არ უნდა წარსდგნენ მინდორზე, ვინაიდან "რეალთან" დამაჯერებლობაა მთავარი".
"მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა, მაინც მიზანი მხოლოდ ერთია – სამი ქულა. საკუთარ კედლებში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, რაც არაერთხელ დავამტკიცეთ. ვგონებ, რომ "სამეფო" კლუბს მიდმიანრე სეზონში ყველაზე დიდი შანსი ექნება იმისა, რომ გახდეს "ლა ლიგის" ჩემპიონი, თუმცა ერთი წაგებაც კი შეიძლება მადრიდელებს ძვირად დაუჯდეთ".
"ანდალუსია ამ მატჩს მოუთმენლად ელის, ეს კი გასაკვირი არ უნდა იყოს. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ შეხვედრა იქნება სანახაობრივი, ლამაზი და სუფთა. ბიჭები ერთმანეთთან ძალიან კარგად არიან შეთამაშებულნი, რაზეც შედეგი მიგვითითებს. ცხადია, რომ შეგვიძლია კატალონიელებსაც და მადრიდელებსაც დიდი კონკურენცია გავუწიოთ, თუმცა ამის გაკეთება იოლი ნამდვილად იქნება".
"მახსოვს წინა წელი, როდესაც ჩვენ დედაქალაქელებთან 3–6 წავაგეთ საკუთარ არენაზე, მაგრამ წლევანდელი "ვალენსია" გაცილებით ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ეს უწინ იყო".
Marca.com
- 18 ნოემბერი 2011
- 1 841
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.