კარანკა:"რონალდუ სრულ მზადყოფნაშია"
ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ, რამდენიმე წუთის წინ მედიის წინაშე ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სრულ მზადყოფნაშია.
"კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა ვარჯიშს და იგი "მესტალიაზე" ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში იქნება. პორტუგალიელის ტრავმა საბედნიეროდ უმნიშვნელო აღმოჩნდა, რაც ძალიან კარგია გუნდისთვის".
"მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიის" დაპირისპირება, სეზონში ერთ–ერთი გამორჩეულ და სანახაობრივ მოვლენად ითვლება. "ღამურები" მიმდიანრე სეზონში გაცილებით უფრო შედეგიანად და სტაბილურად ასპარეზობს, ვიდრე ეს წინა წელს იყო. უნაი ემერის შეგირდები სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ, რაც თამაშისადმი ინტერესს უფრო ძლიერს ხდის".
"გამარჯვება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც გვსურს "ბარსელონასთან" სამ ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება . კარგი იქნება, რომ ჩვენი იმედები გამართლდეს და კვლავინდებურად ვანახოთ გულშემატკივრებს უმაღლესი დონის ფეხბურთი".
"რიკარდო კარვალიო ფაქტიურად გამოჯანმრთელდა. პორტუგალიელი ყოველდრიურად უმატებს, რაც გუნდს სასარგებლოდ წაადგება. მარსელოც უბრუნდება ჩვეულ ფორმას, თუმცა მისი თანამემამულე რიკარდო კაკა, მაინც არ ვარჯიშობს სრული დატვირთვით".
Realmadrid.com
- 18 ნოემბერი 2011
- 3 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.