ბენზემა : "ესპანურს გაცილებით უკეთ ვფლობ"
სამეფო კლუბის ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მადრიდში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ყველა პრობლემა უკან დარჩა. ახალგაზრდა თავდამსხმელის თქმით მისი მიზანი ამ სეზონში 30-35 გოლის გატანა იქნება...
"მშვენივრად ვარ, ჟოზე მოურინიო ძალიან მენდობა და სწორედ ამიტომ მოვახერხე უკეთ ათამაშება. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტის გაკეთბა შემიძლია, ამ სეზონში ჩემი მიზანი ტიტულების მოგებასთან ერთად 30-35 გოლის გატანა იქნება, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ცალკეულ ტურნირს, გუნდს ყველა ჩემპიონატში უნდა დავეხმარო."
"ენის ბარიერი უკვე გადალახულია, ესპანურს გაცილებით უკეთ ვფლობ და საუბარი აღარ მიჭირს, ასევე კარგად მესმის სხვისი ნასაუბრებიც რაც ძალიან იოლს ხდის მუშაობის პროცესს."
"რთული კალენდარი გვაქვს და იმედი მაქვს ქულებს არ დავკარგავთ, ერთპიროვნული ლიდერობა უნდა შევინარჩუნოთ და მუშაობა გავაგრძელოთ, ჩვენ გუნდს ყველაფრის მოგების პოტენციალი აქვს, რადგან იდეალურად არის ჩამოყალიბებული."
"პიპიტასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ ამასთანავე არც მეგობრობაზე ვამბობთ უარს, არგენტინელი ფორვარდი უმაღლესი კლასის მატარებელია, ამიტომ მასთან ჭიდილი ყოველთვის ორმაგ მოტივაციას მაძლევს."
- 18 ნოემბერი 2011
- 1 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.