ლასი:"აღარ მინდა სკამზე ჯდომა"
მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფეხბურთელმა ლასანა დიარამ განაცხადა, რომ მას აღარ სურს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, ვინაიდან იგი გაცილებით მეტს იმსახურებს.
"მე აღარ მინდა მუდმივად სათადარიგო შემადგენლობაში ყოფნა. არ გამოვრიცხავ, რომ ამის გამო კლუბი დავტოვო. ჩემთვის იდეალური ვარიანტი ამ დროისთვის "რომაა". იტალიელები ჩემს აგენტთან მოლაპარაკებებს აზარმოებენ. ჩემი აზრით, იქ გაცილებით დიდი შანსი მომეცემა სათამაშოთ, რაც ჩემს რეალურ ძალას დაანახებს გულშემატკივრებს".
"მადრიდის "რეალში" საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რის გამოც ფაქტიურად იგნორირებული ვარ. "ბლანკოსი" მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ მე მჭირდება ასპარეზობა და არა შეხვედრების ყურება".
როგორც მოგეხსენებათ, გუნდში მართლაც დიდი კონკურენციაა ნახევარდაცვაში. ამ პოზიციისთვის ნური შაჰინი, სამი ხედირა, ლასანა დიარა, გრანერო და ჰამიტ ალტინტოპი იბრძვის. ჩაბი ალონსო კი მოურინიოსთვის იდეალური და შეუცვლელია, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
Goal.com
- 17 ნოემბერი 2011
- 2 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.