იგლესიასის დავიწყებული ისტორია
შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ სცენაზე ასვლამდე, ხულიო იგლესიასი მადრიდის "რეალის" კანტერაში ირიცხებოდა.
ხულიო, 1943 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ მადრიდში მოევლინა დედამიწას.მისი წინაპრებები გალისეადან იყვნენ, თუმცა მამა დედაქალაქში ცხოვრობდა.შესაბამისად, ხულიოც ახლომდებარე კათოლიკურ სასწავლებელში, Sagrados Corazones-ში, იღებდა განათლებას.ახალგაზრდას თავიდანვე ჰქონდა მიდრეკილება სიმღერისა და ფეხბურთისადმი.პირველ შემთხვევაში, მას არ გაუმართლა, რამეთუ ვოკალის მასწავლებელმა ურჩია, რომ სხვა საქმისთვის მიეჰყო ხელი.რაც შეეხება სპორტს, იგლესიასი წარმატებით გამოდიოდა სასწავლებლის გუნდში, რაც თვალთახედვის არეალიდ არ გამორჩენიათ სამეფო კლუბის სკაუტების.საბოლოოდ, მან "რეალ მადრიდ ხუვენილ ბ"-ს მაისური მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ხულიო საკმაოდ ღირსეულად იცავდა სამეფო კლუბის კარებს გოლებისაგან, თუმცა მის ცხოვრებაში დადგა დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.1963 წელს, 20 წლის ფეხბურთელი მადრიდში ბრუნდება მეგობრებთან ერთად, როდესაც საშინელი ავტოკატასრტოფა დაატყდა თავს.დიდი საშიშროება იყო იმისა, რომ ის საერთოდ ვეღად გაივლიდა, მაგრამ მედიკოსების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.
საავადმყოფოში ყოფნის დროს, ჭაბუკი, ძირითადათ რადიოს მოსმენითა და ლექსების წერით ირთობდა თავს.ერთს მშვენიერ დღეს კი, ხულიომ გიტარა მოითხოვა, რომელიც შემდეგ მისი ერთგული მეგობარი გახდა.ნიშანდობლივია, რომ ხულიო მალევე დაეწაფა ინსტრუმენტს და ამასთანავე შეისწავლა უამრავი აკორდი.
ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ, ხულიო იგლესიასი, რა თქმა უნდა, მოედანს ვერ დაუბრუნდა, მაგრამ ავიდა სცენაზე და გაითქვა სახელი, როგორც მომღერალმა.მიუხედავად ყველაფრისა, მისი სიყვარული მადრიდისადმი არ განელებულა.ის აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს კლუბში მიმდინარე მოვლენებს.
პ.ს. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე ფოტო, რომელშიც ინგლესიასი "რეალის" მაისურით იქნებოდა.
- 17 ნოემბერი 2011
- 2 804
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.