რამოსი: "პატივია, როდესაც ბეკენბაუერს გადარებენ"
მადრიდის "რეალის" ანდალუსიელმა მცველმა სერხიო რამოსმა, "მარკას" ინტერვიუ მისცა.
""ბარსელონასთან" მთელი სეზონის განმავლობაში გვექნება პაექრობა, თუმცა საჭიროდ არ მივიჩნევ შედარებების გაკეთებას.თითოეულ გუნდს თავისი ფილოსოფია აქვს."
"რასაკვირველია, ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც ბეკენბაუერს მადარებენ.ფრანცი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია."
"ცენტრალური მცველის პოზიცია ჩემთვის კომფორტულია.ვგონებ, ამჟამად კარგ ფორმაში ვარ."
"რა თქმა უნდა, სამივე ტროფეის მოგება მინდა, თუმცა ასარჩევად რომ დარჩეს, ჩემპიონთა ლიგას მივანიჭებდი უპირატესობას."
"ესპანეთის ნაკრები თავის მეტოქეს პატივისცემით ეკიდება.ჩვენ შანსი გვაქვს, ევროპისა და მსოფლიოს მოგების შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ კონტინენტის პირველობა.იმედია, ამას შევძლებთ."
- 17 ნოემბერი 2011
- 1 863
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.