კანალესი : "ჟოზე მხარს მიჭერს"
სერხიო კანალესს უმძიმესი ტრავმა აქვს, იგი ვალენსიას შემადგენლობაში შესანიშნავად გამოდიოდა და გულშემატკივართა ოვაციებსაც იმსახურებდა, მაგრამ დიდი დაზიანება მიიღო, რის გამოც მინიმუმ 5 თვით ჩამოშორდა მინდორს. ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა...
"უკვე მკურნალობის პროცესში ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ნერვები მოვთოკო, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, ახალგაზრდა ორგანიზმი მაქვს და დარწმუნებული ვარ დროულად გამოვჯანმრთელდები და შევძლებ პროფესიონალ ფეხბურთელად ქცევას."
"ყველა მხარში მიდგას, რაც უდიდეს ძალას მაძლევს, კარგია როდესაც გამხნევებენ და გახვედრებენ, რომ მათ სჭირდები."
"ჟოზე მოურინიო რამდენჯერმე შემეხმიანა, იგი ჩემი მდგომარეობით ინტერესდება, მე და პორტუგალიელ მწვრთნელს იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ჟოზეს უდიდეს პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად მრავალ წელს გავატარებთ."
- 17 ნოემბერი 2011
- 1 948
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.