გუტი სამშობლოში ბრუნდება?
ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესმა თურქულ ბეშიქთაშთან კონტრაქტი გაწყვიტა, ამის მიზეზად კი მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება დაასახელა. ესპანელმა მოთამაშემ განაცხადა, რომ გუნდის თავი არასწორ პოლიტიკას ატარებს...
"მწვრთნელთან ურთიერთობა ძალიან დამეძაბა და მირჩევნია ფულადი ჯარიმა გადავიხადო ვიდრე აქ დავრჩე, ყველაფერი დასრულებულია, აუცილებლად მოვნახავ სამსახურს და საქმეს არ მოვიკლებ, აქტიური ადამიანი ვარ და არ მსურს პასიურობა."
დღეს გავრცელებული ინფორმაციით ერნანდესის შეძენით ესპანური ხეტაფეა დაინტერესებული და სარფიანი წინადადების შემთხვევაში გუტი შესაძლოა მადრიდში დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ერნანდესს აქამდე რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ ყველა წინადადება უარყო გამომდინარე იქიდან, რომ კარიერის დასრულება ბეშიქთაშში სურდა, მაგრამ დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სწორედ ამიტომ მიიღო ნახევარმცველმა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება.
- 17 ნოემბერი 2011
- 2 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.