"ვალენსიას" ბენ-გუაინი შეუტევს
ალბათ, ანხელ დი მარიას ტრავმით, მოურინიოს დიდი თავსატეხი გაუჩნდა.
გამომდინარე იქედან, რომ არგენტინელი საუკეთესო კონდიციებში იმყოფებოდა, ნამდვილად უადგილო იყო მისი ლაზარეთში გაწერა, თუმცა ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობებით.
ამ ეტაპზე, "განსაკუთრებულის" მთავარი საზრუნავი გახლავთ სასტარტო შემადგენლობა, რომელიც "მესტალიაზე" უნდა გამოვიდეს.პორტუგალიელი ფიქრობს, თუ ვინ უნდა ამოავსოს ანხელიტოს არყოფნით გამოწვეული სიცარიელე."მარკას" აზრით, მოუ არჩევანს ბენზემასა და იგუაინის ტანდემზე შეაჩერებს.ცნობისათვის, ბენ-გუაინის დუეტს, არაერთხელ უასპარეზია ვალენსიაში და საკმაოდ წარმატებულადაც.პირველად ეს მოხდა პელეგრინის მწვრთნელობის ჟამს, როდესაც პიპიტას დუბლისა და ბენზემას ერთი გოლის წყალობით, "რეალმა" 2-3 გაიმარჯვა, ხოლო მეორედ, ფრანგი და არგენტინელი ერთად, შარშანდელ სეზონში შეეცადნენ "ღამურების" გარღვევას (3-6, პიპიტას ჰეთ-ტრიკი და ბენზოს 1 ბურთი).
ესპანელი ჟურნალისტები, ფაქტიურად გამორიცხავენ დი მარიას ნაცვლად კაკას გამოჩენას.ბრაზილიელი 2 კვირის განმავლობაში ტკივილების გამო უქმობდა და შესაბამისად, გამოცდილებიდან გამომდინარე, მოურინიო მის გამწესებას არ გარისკავს.
ასევე, განიხილება მარსელოსა და კოენტრაოს ვარიანტიც.ანუ, ან მარსელო იქნება მცველი და კოენტრაო ნახევარცმველი, ან კიდე პირიქით.
მოკლე და კონკრეტულად, "ბლანკოსის" დამრიგებელს ნამდვილად აქვს საფიქრალი.იმედია, მისი გადაწყვეტილება შედეგს მოიტანს!
- 16 ნოემბერი 2011
- 2 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.