რონალდუ და კოენტრაუ სისხლს გაიღებენ
სამეფო კლუბის პორტუგალიელი ფეხბურთელები, კრიშტიანუ რონალდუ და ფაბიო კოენტრაუ, თანამემამულე, კარლოს მარტინენის შვილისათვის, სისხლს გაიღებენ.
მარტინესი "გრანადას" ფეხბურთელია და გავრცელებული ინფორმაციით, თავის შვილი გუსტავო, მძიმე სენით არის შეპყრობილი: "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ ბოსნიასთან, თუმცა დღე არ იყო წარმატებული, გამომდინარე იქედან, რომ კარლოსის ვაჟი დახმარებას საჭიროებს" - განაცხადა რონიმ "თვითერზე."
"გავერთიანდეთ და დავეხმაროთ სნეულ ადამიანებს.მოგიწოდებთ, სისხლის ჩაბარებისაკენ.უნდა შევავსოთ სისხლის მარაგი, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველამ გამოიყენოს" - აღნიშნეს პორტუგალიელმა მადრიდისტებმა.
- 16 ნოემბერი 2011
- 3 439
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.