"მესტალიაზე" მოუ არ უყვართ
ვალენსიელი ქომაგები, "მესტალიაზე" მოურინიოს გამოჩენისთანავე, დამაყრუებელ სტვენას იწყებენ.მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, პორტუგალიელი ყოველთვის გაღიმებული სახით (გამარჯვებული) ტოვებს აღნშნულ საფეხბურთო არენას.
პირველად, "განსაკუთრებული" "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელის რანგში ეწვია საპორტო ქალაქს.მაშინ, "ჩელსიმ," 1-2 დაამარცხა მასპინძლები და ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
მოუს მეორე ვიზიტი "მესტალიაზე," გასულ სეზონში შედგა, როდესაც მადრიდელებმა 3-6 გაანადგურეს მეტოქე.ალბათ, ამის გამო, წელს უფრო ბევრი მტერი დახვდება მას ვალენსიაში.
და ბოლოს, "მესტალია" იმითაც არის დასამახოვრებელი, რომ ჟოზეს "ბლანკოსმა" სწორედ იქ დაამარცხა "ბარსელონა," "კოპა დელ რეის" ფინალში.
- 16 ნოემბერი 2011
- 2 031
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.