მესუთი : "დავამტკიცე, რომ ფორმაში ვარ"
სამეფო კლუბისა და ბუნდესნაკრების მოთამაშემ მესუთ ოზილმა Bild-თან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ იგი მშვენიერ ფორმაშია და ჰოლანდიასთან შეხვედრაში ყველაფერი შესანიშნავად გამოჩნდა. მოგეხსენებათ, კრიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ახალგაზრდა ნახევარმცველს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა...
"ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, ჩვენმა ნაკრებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. მთელი შეხვედრის მანძილზე დიდ უპირატესობას ვფლობდით და ეს ტაბლოზეც აისახა. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მათი დამარცხება არც ისე იოლია, მაგრამ ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორ მწვრთნელმა დაგვავალა და გამარჯვება მოვიპოვეთ."
"გოლი გავიტანე და გახარებული ვარ, ასევე ვთვლი, რომ მთელი მატჩის მანძილზე აქტიურად ვირჯებოდი და გუნდს დიდი დახმარება გავუწიე. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაჩერდეს უსაქმური ხალხი, რომელიც მხოლოდ ჩემი კრიტიკით არის დაკავებული. ვთვლი, რომ ფორმაში ვარ და მაღალ დონეზე ასპარეზობა შემიძლია."
"ნაკრები კარგ ფორმაში იმყოფება, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნები გვამოძრავებს, წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მართლაც ისეთი კოლექტივი გვყავს, რომელსაც ტიტულებისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ გერმანია იქნება და ჩვენ სტატუსი უნდა გავამართლოთ, თუკი გამარჯვებას მოვახერხებთ გულშემატკივართა სიხარულს საზღვარი არ ექნება."
"სულ მალე ესპანეთში უნდა დავბრუნდე, მადრიდის "რეალთან" ერთად ურთულესი შეხვედრების ჩატარება მომიწევს, ლა ლიგაში მძიმე კალენდარი გვაქვს, ლიდერები ვართ და ქულების დაკარგვის უფლება ჩვენთვის არავის მოუცია, წინ მძიმე მატჩები გველის, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ."
- 16 ნოემბერი 2011
- 3 117
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.