ხუანიტო - გენიოსი ფუენხიროლიდან

ალბათ, სამეფო კლუბის ქომაგების უმრავლესობამ არ იცის, თუ ვინ თამაშობდა 7 ნომრიანი მაისურით, რაულ გონსალეს ბლანკომდე.

მეგობრებო, "ელ კაპიტანოს" წინამორბედი, ლეგენდალური ხუან გომესი, იგივე ხუანიტო, გახლდათ.ფუენხიროლში (მალაგასთან ახლოს) დაბადებული ჭაბუკი, ულტრასებსა და საფეხბურთო სპეციალისტებს ყურებამდე უყვარდათ.რამდენიმე პროფესიონალური კლუბის მოვლის შემდეგ, შემტევ მოთამაშეს 1977 წლის აპრილში უხმეს მადრიდში (ამის შემდეგ გადმოვიდა გერმანელი ულრიხ შტილიკეც): "აქ გადმოსვლა, ცასთან შეხების ტოლფასია" - აღნიშნა ხუანიტომ, რომელმაც მალევე დაიპყრო "სანტიაგო ბერნაბეუს" გული.დედაქალაქში, მან, მარჯვენა შემტევის პოზიცია მოირგო.ხუანი დღითიდღე აკვირვებდა გულშემატკივრებს, თავისი თამაშით.ის, გამოირჩეოდა გამჭოლი გადაცემებით, დრიბლინგით, სისწრაფითა და ათლეტიზმით.ყველაფერს რომ შევეშვათ, გომესი უსაზღვროდ შეყვარებული იყო მადრიდზე და სწორედ, ამიტომაც გამოხატავდნენ ქომაგები მის მიმართ დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას.თამამად ვიტყვი, რომ "რეალის" ისტორიაში, ხუანიტო ერთ-ერთი "ზე" მადრიდისტაა.

ფუენხიროლელ ფეხბურთელს, ძალზედ ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა.ალბათ, ამიტომაცაა მის კარიერაში ბევრ საგმირო საქმესთან ერთად სკანდალები.ევროპის სტაჟიან ქომაგებს კარგად ახსოვთ "ბაიერნისა" და "ბლანკოსის" დაპირისპირება, როდესაც ხუანიტომ, ჯერ წელზე, ხოლო შემდეგ სახეში, უთავაზა ბუცი ლოთარ მათეუსს: "ფეხბურთში მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს" - დასძინა ესპანელმა, რომელმაც აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, გერმანელი მოთამაშე მადრიდის რესტორანში მიიწვია (ცნობისთვის, 5 თამაშით დასაჯეს ის).



ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ხუანიტო თავს დაესხა გერმანელ არბიტრს, შეაფურთხა თანაგუნდელს და ა.შ.ერთი სიტყვით, მის ქმედებებში არაორდინალურობა საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა.

ლეგენდალური ხუან გომესი, სამეფო კლუბის გერბს 10 წლის განმავლობაში (1977-1987) იცავდა.მას, 474 თამაში და 153 გოლი დაუგროვდა აქტივში.ამასთანავე, "რეალთან" ერთად ორჯერ მოიპოვა უეფას თასი, 5-ჯერ ესპანეთის პირველობა, 2-ჯერ სამეფო თასი, ხოლო 1984 წელს, ინდივიდუალურ ტიტულებს, "პიჩიჩიც" შემატა (17 ბურთით).
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, შემტევმა, 34 მატჩი და 8 გოლი მიითვალა.

ხუანიტო - გენიოსი ფუენხიროლიდან


საბოლოოდ, ხუანიტომ 1989 წ. ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე და სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი.მისი პირველი დამოძღვრილი კლუბი, სეგუნდაში მოასპარეზე "მერიდა" გახლდათ.როგორც ნამდვილ მადრიდისტას, რა თქმა უნდა, ისევდაისევ "რეალში" სურდა მოღვაწეობა.მიუხეავად რთული გრაფიკისა, ხუანი ხშირად სტუმრობდა "თეთრების" საშინაო მატჩებს.სწორედ, 1992 წლის პირველ აპრილს, ხუანიტო, "რეალისა" და "ტორინოს" თამაშიდან ბრუნდებოდა შინ, როდესაც მაგისტრალზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.მისი მეგობრები ამბობენ, რომ მატჩამდე ლეგენდალურ ესპანელს, ძალიან მძიმე სამუშაო დღე ჰქონდა, მაგრამ "რეალისადმი" უანგარო სიყვარულმა, მას გადააწყვეტინა თამაშის ყურება არა სახლიდან, არამედ ტრიბუნიდან.

ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი მატჩის დროს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ულტრა სურებმა" გამოფინეს ბანერი, სადაც შემდეგი წარწერა იყო: "ჩვენ გვინდა ვიხილოთ არა 11 გალაქტიკოსი, არამედ 11 ხუანიტოსი."

ხუანიტო - გენიოსი ფუენხიროლიდან


მიუხედავად განვლილი წლებისა, მისდამი პატივისცემა დღემდე შემორჩა "ბლანკოსის" საშინაო არენას.ყოველი მატჩის მე-7 წუთს, მადრიდელი ინჩასები შემდეგი სიმღერით ეგებებიან: "Illa Illa Illa Juanito Maravilla (ხუანიტო სასწაულებს ჩადის)." ასევე, სტადიონზე გაიგებთ შემდეგ სიმღერას: "Arriba, arriba arriba, arriba con este balon, que Juanito lo prepara, que Juanito lo prepara y Santillana mete gol (წინ, წინ, წინ, წინ ბურთისთვის, რომელსაც ხუანიტო ჩააწოდებს და სანტილიანა გაიტანს."

მუდამ გახსოვდეთ, მეომარი და გენიოსი ფუენხიროლიდან!


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)