სანაკრებო ბატალიები

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები დღეს და ხვალ ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ...

კასილასი, რამოსი, არბელოა, ალბიოლი და ალონსო ესპანეთის ნაკრებში იასპარეზებენ. "ფურია როხა" სან ხოსეში კოსტა-რიკას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ესპანეთი ინგლისთან დამარცხდა მიმიმალური ანგარიშით.

ოზილი და ხედირა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს(ჰოლანდია) დაუპირისპირდებიან ამხანაგურ შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ მატჩში "ბუნდეს ნაკრები" უკრაინას დაუზავდა - 3-3.

ბოლივიასთან კრახის შემდეგ არგენტინა გასვლით მატჩში კოლუმბიას დაუპირისპირდება. ცხადია, გონსალო იგუაინი მატჩს ძირითადიდან დაიწყებს.

პორტუგალია ევრო 2012-ის პლეიოფის განმეორებით მატჩში ლისაბონში ბოსნიას მიიღებს. წინა შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. სამივე მადრიდისტა თამაშს ძირითადიდან დაიწყებს.

ჰამიტ ალტინტოპის თურქეთის ნაკრები ევრო 2012-ის პლეიოფის განმეორებით მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება ზაგრებში. პირველი მატჩი სტამბულში ხორვატების გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

ბენზემა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ამჯერად ბელგიასთან, პარიზში, "სტად დე ფრანსზე". ბოლო შეხვედრაში "მამლებმა" რემის გოლის წყალობით ამერიკელებს სძლიეს 1-0.

საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრები, რომელშიც რაფაელ ვარანი თამაშობს, დღეს, სლოვაკეთს დაუპირისპირდება ევრო 2013-ის შესარჩევში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (104)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)