პიპიტა ისტორიის ნაწილი გახდა
როგორც იცით, პიპამ "ოსასუნასთან" ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ეს რიგით 88-ე აღმოჩნდა მისთვის მადრიდის "რეალში". არგენტინელი ლეგენდარულ პრუდენს გაუტოლდა. ძნელად სავარაუდო არაა, რომ პიპიტა საუკეთესო ოცეულში წინ წაიწევს. რა თქმა უნდა, "რეალში" ყველაზე მეტი გოლი "ელ კაპიტანოს" აქვს გატანილი, რაულის ანგარიშზე 323 გოლი გახლავთ, მას მოჰყვებიან დი სტეფანო და სანტილანა შესაბამისად 308 და 290 გოლით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო ოცეულში ერთადერთი მცველია, საუბარია იეროზე, რომელმაც "ბლანკოსის" მაისურით 125 გოლის გატანა შეძლო. მოქმედ "მერენგთაგან" იგუაინის გარდა სიაში კრიშტიანო რონალდო გახლავთ, რომელსაც ამ ეტაპზე 103 გოლი აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელი პრაქტიკულად თამაშს არ ტოვებს უგოლოდ, შესაძლოა ის სეზონის ბოლოს ათეულშიც კი შევიდეს.
როგორც იცით, პიპიტა "რეალში" 2007 წლიდან გამოდის, მას შემდეგ მან 183 შეხვედრა ჩაატარა და 88 გოლიც გაიტანა, საშუალოდ 0,48 მატჩში. ახლა არგენტინელი "ბლანკოსში" მეოთხე სეზონს ატარებს და თან ყველაზე საუკეთესოს. გონსალომ ჩატარებულ 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ 17 მატჩიდან პიპიტა მხოლოდ ერთ მატჩში იყო მოედანზე სრულად. იგუაინი საშუალოდ ყოველ 51 წუთში იჩენს თავს. ეს ევროპაში საუკეთესო შედეგია ამ სეზონში.
- 14 ნოემბერი 2011
- 2 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.