კრიშტიანო : "გამჭორეთ, მაგრამ ლაზერს ნუ მომანათებთ"
სამეფო კლუბის შვიდიანმა, რომელიც ახლა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება, განაცხადა, რომ ძალიან გაღიზიანებულია გულშემატკივართა ქცევით და ცდილობს ნერვები მაქსიმალურად მოთოკოს...
"თამაშის დროს მუდმივად ლაზერს მანათებენ და ცდილობენ კონცენტრაცია დამაკარგინონ, არ მსურს ვინმეზე შეურაცყოფის მიყენება და მაქსიმალურად თავს ვიკავებ, ვისაც უნდა გამჭოროს, რაც უნდა ის ილაპარაკოს ჩემზე, მაგრამ ლაზერს ნუ მომანათებს."
"ბოსნიასთან შეხვედრის დროს მინდვრის საფარი კატასტროფულ სიტუაციაში იყო, მინდა უკმაყოფილება გამოვხატო."
ასევე აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის მატჩის დროს ხშირად ისმოდა მესის სახელი, რომელიც იმ მატჩთან არაფერშუაში გახლდათ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი შეძახილები რონის გასაღიზიანებლად იყო.
- 14 ნოემბერი 2011
- 3 527
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.