ოპერაცია - მადრიდი 2014
"მარკას" ინფორმაციით, ჟოზე მოურინოს ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად აკვირდება რამდენიმე ფეხბურთელს, რომელთა ასაკი მხოლოდ და მხოლოდ 18-20 წლებში მერყეობს. ყველა მათგანი უდავოდ ნიჭიერია და უდიდესი პერსპექტივა აქვს. ნათელია, რომ ეს იმან გამოიწვია, რომ "რეალი" თითქმის ყოველთვის კარგავს ახალგაზრდა უნიჭიერეს ფეხბურთელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათში დიდ თანხას არ იხდის, შემდეგ კი, როცა ისინი უკვე გახდებიან ცნობილი ფეხბურთელები რამდენიმე ათეულ მილიონს იხდიან. დევიზი მარტივია: "შეიძინე 18 წლის ფეხბურთელი 30 მილიონად, ვიდრე ის 28 წლის გამხდარა და მაშინ შეიძინო 70-ად."
ნიშანდობლივია, რომ ხუთივე ფეხბურთელის მიმართ უამრავი კლუბი იჩნეს ინტერესს. ესენი არიან: იკერ მუნიაინი, ედენ აზარდი, რაფინია, ჯეკ უილშირი და მარიო გიოტზე.
- 14 ნოემბერი 2011
- 3 917
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.