მადრიდში როდრიგოს დაბრუნებაზე საუბრობენ
ესპანელი ჟურნალისტები თვლიან, რომ ახალგაზრდა თავდასხმელი როდრიგო მორენო, სეზონის აღმოჩენაა.
20 წლის ბრაზილიელი, 2009-10 წ.წ. სეზონში, "სელტადან" "რეალის" აკადემიაში ჩაირიცხა.თავდაპირველად, როდრიგო "ბლანკოსის" მესამე გუნდში განამწესეს, თუმცა ფორვარდმა მალევე მოიპოვა საგზური კასტილიაში.
სამეფო კლუბში გატარებული ერთი წლის შემდეგ, მორენო "ბენფიკაში" გადაბარგდა, სადაც 9 თვით "ბოლტონში" გაანათხოვრეს, ხოლო მიმდინარე სეზონი, მოთამაშემ პორტუგალიური კლუბის სათადარიგო სკამზე დაიწყო.აღსანიშნავია, რომ როდრიგო არცთუ ისე დიდხნიანი ჯდომის შემდეგ, საქმეში ჩაერთო და მთავარ მწვრთნელს მოაწონა თავი.ამ ეტაპზე, ბრაზილიელი ძირითადის ფეხბურთელად ითვლება და უკვე, 8 თამაშიდან 5 გოლი აქვს შეგდებული.
ის, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ფიგურადაც მოიაზრება.რამდენიმე დღის წინ, დელ ბოსკემ დასძინა, რომ თუ მსგავს ტემპში გააგრძელებს თამაშს როდრიგო, აუცილებლად გამოიძახებს ნაკრებში (მიუხედავად იმისა, რომ როდრიგოს ბრაზილიური ფესვები აქვს, ესპანეთის მოქალაქეობას ფლობს).
რაც შეეხება მორენოს მადრიდში დაბრუნებას, ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "არ ვფიქრობ იქ დაბრუნებაზე.არ შემიძლია თქმა, რომ ყოველთვის ვაფასებდი ამ კლუბს და მის ქომაგებს."
- 13 ნოემბერი 2011
- 2 655
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.