გრანერო რჩება
გამოცემა "მარკას" ინფორმაციით, ესტებან გრანერო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ შეიცვლის კლუბს.
მიუხედავად იმისა, რომ "ელ პირატი" მოურინიოს ფორმაციის "რეალში" ერთ-ერთი ყველაზე გამოუყენაბადი ფეხბურთელია, პორტუგალიელი მაინც არ აპირებს მის გაშვებას.ჟურნალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მოუს სასტიკად არ მოსწონს, როდესაც მოთამაშენი იანვარში იბარგებიან და მიდიან სხვაგან.ალბათ, ამის ნათელი მაგალითებია, ლეონი და კანალესი, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში სათადარიგოთა სკამს ათბობდნენ.
რაც შეეხება თავად გრანეროს, ის ყოველთვის აცხადებდა, რომ "ბლანკოსის" ერთგული დარჩება.წლეულს, ნახევამრცველმა მხოლოდ 12 წუთი დაჰყო მოედანზე.მისით "ვალენსია" და "არსენალი" სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
- 13 ნოემბერი 2011
- 1 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.