კრისტიანო რონალდო – გუნდისთვის და საკუთარი თავისთვის

მადრიდის "რეალი" ეგუება იმას, რომ კრისტიანო რონალდო ორ მატჩს ატარებს ერთში: ერთს გუნდისთვის, მეორეს საკუთარი თავისთვის.

"რეალი" იღებს სამ ქულას, მაგრამ რონალდოც იტანს გოლებს და ლიდერობს ბომბარდირთა სიას, რათა გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი. რა არის მისთვის პრიორიტეტული?

რონალდომ უკვე ორჯერ დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება იმის გამო, რომ პელეგრინის ის ბოლო წუთებზე გაჰყავს მოედნიდან. იმ მომენტისთვის "სამეფო კლუბს" უკვე დამთავრებული ჰქონდა საქმე მეტოქე გუნდთან და პორტუგალიელ ვარსკვლავს ცვლიდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ტრავმა.

რონალდოს ამ კვირაში აქვს მიზეზი იყოს გაღიზიანებული. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში. ის გრძნობს ზეწოლას, რადგან ვერ თამაშობს ისე, როგორც ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გოლს იტანს. ის განაგრძობს ბრძოლას ლეო მესისთან საუკეთესო ფეხბურთელისა და "პიჩიჩის" ტიტულისთვის.

ეს არის მისი სურვილი დაამარცხოს მესი და დაამტკიცოს, რომ ბოლო წუთებზე ის ძალიან სახიფათოა – მან თავისი ბოლო ოთხი გოლი გაიტანა მატჩის ბოლო 15 წუთში. ამასთან განსხვავებით, მესი თამაშობს მატჩებს ბოლომდე.

შეუძლია რონალდოს ითამაშოს ყველა მატჩი ბოლომდე მაშინ, როცა სეზონი ახალი დაწყებულია?

ის ბევრს შრომობს, ვიდრე დანარჩენი ფეხბურთელი და ბევრ დროს ატარებს სატრენაჟორო დარბაზებში, რათა იყოს იდეალურ ფორმაში. პრესის ექვსი კუბიკი და დიდი კოჭები მხოლოდ დეკორაცია არ არის: ეს ყველაფერი დიდი მუშაობის შედეგია. მას შეუძლია ახტეს ჰაერში, როგორც ფრენბურთის მოთამაშე და იყოს ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო კუთხურების დროს. არ დაგვავიწყდეს რონალდოს სისწრაფე.

მაგრამ პელეგრინის არ სურს ფეხბურთელი დააყენოს გუნდზე წინ: თუნდაც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყოს.

ფეხბურთელისთვის სისულელე იქნებოდა კონტაქტი გაეწყვიტა "მანჩესტერის" მწვრთნელისთვის, მაგრამ ასევე სარისკოა "რეალშიც", სადაც პრესამ უკვე მოასწრო და გააკრიტიკა მწვრთნელის როტაციის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შვიდი მატჩიდან შვიდივეში გაიმარჯვა.

მადრიდში ფეხბურთელებმა და პრესამ იცის: რონალდო შეიძლება იყოს საუკეთესო ფეხბურთელი და პელეგრინი დიდებული მწვრთნელი, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელებიც ტოვებენ "ბერნაბეუს" და დიდებულმა მწვრთნელებმაც იციან, რომ მათი მდგომარეობა დროულია. ასე, რომ ეს "საპნის ოპერა" გაგრძელდება და გაგრძელდება...

  • faqo
  • 3 ოქტომბერი 2009
  • 3 386
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)