იკერი სუბისარეტას გაუტოლდება
იკერს ინგლისთან დაპირსპირების შემდეგ 126 ჩატარებული მატჩი დაუგროვდება ეროვნულ ნაკრებში. ამგვარი შედეგი კი მხოლოდ ლეგენდარულ მეკარეს ანდონი სუბისარეტასს ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს კასილასი რეკორდს მალე დაამხობს. ამ ყველაფერზე კასილასმა კოემნტარი გააკეთა:
"ეს ჩემთვის დიდი პატივია. ესპანეთის ნაკრებში მალე ყველაზე მეტი შეხვედრა მექნება ჩატარებული, რაც ძალიან მახარებს. ვიმედოვნებ, რომ გუნდს არაერთ წარმატებას მოვუტან, ვინაიდან მეკარეზე ყოველთვის ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩემი 126 შეხვედრა ინგლისთან მატჩში გშედგება. ალბათ ძალიან მალე ლეგენდარული სუბისარეტას რეკორდსაც მოვსხნი, მაგრამ მთავარია ასპარეზობა სტაბილურ დონეზე გავაგრძელო.
როგორც მოგეხსენებათ, იკერ კასილასმა ესპანეთს მსოფლიო მოაგებინა, ვინაიდან მან რობენის ორი აუღებელი ბურთი მოიგერია:"რობენის ბურთის მოგერიება საკმაოდ რთული იყო, თუმცა საბედნიეროდ ეს მოვახერხე. ფინალი ყოველთვის კარგად მემახსოვრება, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს".
ფეეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვთ გამართული:
ანდონი სუბისარეტა – 126
იკერ კასილასი – 125
ჩავი ერნანდესი – 105
რაული – 102
კარსელ პუიოლი – 96
ჩაბი ალონსო – 90
ფერნანდო იერო – 89
ფერნანდო ტორესი – 89
ხოსე ანტონიო კამაჩო – 81
სერხიო რამოსი – 80
დავიდ ვილა – 80
Realmadrid.com
- 12 ნოემბერი 2011
- 1 891
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.