მორიგი ვარჯიში
დღეს, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა კვირის რიგით მეორე ვარჯიში გამართეს, სადაც კვლავ ხუთი "მერენგი" იყო ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში. ნური შაჰინმა, ლასანა დიარამ, გრანერომ, კალეხონმა და ადანმა "რეალ მადრიდ C"–ს ფეხბურთელებთან ერთად გაიარეს მზადება. სესიას ზემოდ ხსენებული გუნდიდან 14 მოთამაშე დაესწრო. ტრავმირებულები კი კვლავ სპორტ–დარბაზში მუშაობდნენ (რიკარდო კაკა, მარსელო, ანხელ დი მარია და კარვალიო).
Realmadrid.com
- 10 ნოემბერი 2011
- 1 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.