ბენზემა: "ჩემპიონთა ლიგის გამო, მზად ვარ დავთმო ოქროს ბურთი"

ქარიმ ბენზემა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მაისურის პრეზენტაციაზე იყო მიწვეული.ფეხბურთელმა პრეზენტაციის შემდეგ გამოცემა "ას"-ს ინტერვიუ მისცა.

"მე დიდი სიამოვნებას ვღებულობ გუნდის ნებისმიერი ვარჯიშიდან.აქ ისეთები თამაშობენ, როგორებიც არიან: რაული, რონალდუ, კაკა და ა.შ. "ლიონში" ასეთი კონკურენცია არ მქონდა და ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მოვდუნებულვარ.მიუხედავად ყველაფრისა, მე დიდი მადლობელი ვარ ამ კლუბისა, რამეთუ მან მომცა ყველაფერი, რაც ახლა გამაჩნია."

"კლუბის გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.მე კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა მოთამაშესთან.ბიჭებთან ინგლისურ ენაზე ვსაუბრობ და საბედნიეროდ, არ მიჭირს მათთან კონტაქტი.აღსანიშნავია, რომ ლასის მადრიდში ყოფნა ძალზედ მეხმარება.ის შესანიშნავი ადამიანია."

ძირითადში მოხვედრა

ბენზემამ ამ სეზონში 406 წუთი დაჰყო მოედანზე და ორი გოლი გაიტანა.ჩემპიონატის სტარტზე ის იყო ფორვარდი, რომელსაც როტაცია ყველაზე მეტად შეეხო, თუმცა ახლა ეს სტატუსი რაულს მიენიჭა, რომელმაც მინდორზე ჯერჯერობით 355 წუთი ითამაშა.
"მადრიდმა შეცვალა როგორც ჩემი საფეხბურთო ცხოვრება, ასევე პირადულიც.მე ახლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტიდან მირეკავენ, რათა შემომთავაზონ სარეკლამო გარიგებები, თუმცა ჩემი მიზანია ფეხბურთის თამაში."

ჟურნალისტმა ფეხბურთელს ჰკითხა, არის თუ არა მისი მიზანი "ოქროს ბუცის" მოპოვება: "მე დავთმობ როგორც ოქროს ბუცს, ასევე ოქროს ბურთს, ჩემპიონთა ლიგის სანაცვლოდ.გუნდს აქვს საჭირო ნიჭი და შესწევს იმის უნარი, რომ სამივე ტიტული ჩაიწეროს აქტივში.შეიძლება, ახლა ჩემთვის ნაადრევია "ოქროს ბურთზე" საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს დროც დადგება ჩემს ცხოვრებაში."

რასაკვირველია, ფეხბურთელის მთავარი კონკურენტი აღნიშნულ ჯილდოზე, თანაგუნდელი რონალდო იქნება: "ჩემთვის ყველა წინ გუნდის წარმატება დგას.რონალდუს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კლუბის ნებისმიერ კომპონენტში.მე უარს არ ვიტყოდი მის ასისტენტობაზე."მარსელთან" შეხვედრაში ეს კარგად გამომივიდა."

თამაშის სქემა
"ჩვენ პირველ ტაიმებს საკმაოდ პასიურად ვატარებთ, თუმცა მეორე ნახევრებში გუნდის რეალური ძალა მტკიცდება.პელეგრინიმ უკეთესად იცის რა სქემით უნდა ათამაშოს გუნდი.ვიტყცი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ერთი შეხებით თამაშია."მარსელთან" შეხვედრაში მწვრთნელის ეს დავალება ნაწილობრივ შევასრულეთ."ტენერიფესთან" მე და პიპიტას ერთი და იმავე პოზიციაზე მოგვიწია თამაში.ამიტომაც ვთქვი, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუშლით მოედანზე თქო."

როგორც ჩანს, ჟურნალისტი აშკრადად რონალდოს ქომაგი იყო.მან ქარიმს მრავალჯერ ჰკითხა მის შესახებ: "ერთი რამ, რაც შემიძლია კრისტიანუზე ვთქვა - შესანიშნავი ფეხბურთელია."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)