14 "მადრიდისტა" სანაკრებო მატჩებში
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ფეხბურთელი "რეალიდან" ესპანელებმა იხმეს. ვისენტე დელ ბოსკემ 5 "მადრიდისტა" გამოიძახა, ესენი არიან: რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო და იკერ კასილასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჯერ ინგლისს დაუპირსპირდება, ხოლო შემდეგ კოსტა რიკას (12 და 15 ნოემბერი).
გერმანელთა თავკაცმა, ლიოვმა ნაკრებში ორი "რეალის" ფეხბურთელი გამოიძახა. მესუთ იოზილი და ხედირა სავარაუდოდ ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. გერმანელები პირველ შეხვედრას უკრაინასთან გამართავენ სტუმრად, ხოლო მეორე მატჩი ბერლინში ჰოლანდიის წინააღმდეგ შედგება (11 და 15 ნეომბერი).
როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ეროვნული ნაკრები "მუნდიალის" საგზურისთვის იბრძვის, რომელიც 2014 წელს ბრაზილიაში გაიმართება. გონსალო იგუაინი კვლავინდებურად ითამაშებს, თუმცა ანხელ დი მარიას ტრავმის გამო, ალეხანდრო საბელას სერიოზული პრობლემები შეექმნება შეტევის წინა ხაზში. არგენტინა პირველ შეხვედრას მასპინძელის რანგში გამართავს. ისინი ბუენოს აირესში ბოლივიის ეროვნულ ნაკრებს მიიღებენ, ხოლო გასვლაზე კოლუმბიასთან ითამაშებენ (11 და 15 ნოემბერი).
პაულო ბენტომ უწინდებულად სამ "მერენგს" უხმო. ცხადია, ესენი არიან კრიშტიანუ რონალდუ, ფაბიო კოენტრაო და პეპე. სამივე მათგანი გუნდის უდაო ლიდერები არიან და შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმემ არ ითამაშოს ბოსნიასთან მატჩში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შეხვედრა ორ რაუნდიანია, ვინაიდან ბრძოლა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გაიმართება. პირველი შეხვედრა ზენიცაში შედგება, მეორე კი ლისაბონში (11 და 15 ნოემბერი).
პორტუგალიის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირსპირდებიან ერთმანეთს. ყველასათვის გასაკვირად "წითელთა" თავკაცმა ნური შაჰინი ნაკრებს მიღმა დატოვა, თუმცა ჰამიტ ალტინტოპი გამოიძახა. პირველი მატჩი სტამბულში გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა ზაგრებში (11 და 15 ნეომბერი).
ქარიმ ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია და ამას ლორან ბლანიც ხედავს. ფრანგმა სპეციალისტმა სათამაშოდ ისევ გამოიძახა იგი, მაგრამ სამწუხაროდ ლასანა დიარას იგნორირება კვლავ გრძელდება. ფრანგები ამხანაგურ მატჩს შინ ჩაატარებენ ამერიკელებთან, ისევე როგორც ბელგიელებთან (11 და 15 ნოემბერი).
მადრიდის "რეალის" 19 წლის მცველი რაფაელ ვარანი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, რაც უკვე სისტემატიურ სახეს იღებს. საფრანგეთის U21 ნაკრები რუმინეთსა (U21) და სლოვაკეთს (U21) უმასპინძლებს. აქვე გეტვით იმასაც, რომ მატჩები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურებისთვის იმართება, რომელიც 2013 წელს გაიმართება (10 და 14 ნეომბერი).
Realmadrid.com
- 10 ნოემბერი 2011
- 2 251
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.