ბალოტელი:"შემიძლია ვიყო რონალდუზე და მესიზე უკეთესი"
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი თვლის, რომ მას შეუძლია იყოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.
"კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, ამ დროისთვის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ორივე მათგანი ძალიან ალამაზებს ფეხბურთს. პორტუგალიელიც და არგენტინელიც განსხვავებული სტილის მოთამაშენი არიან, თუმცა მიზანი ერთი აქვთ – იყვნენ საუკეთესოები".
"რობერტო მანჩინის არერთხელ უთქვამს, რომ შემიძლია ვიყო მათნაირი ან მათზე უკეთესი. იმ შემთხვევაში, თუ შრომას კიდევ ამგვარად გავაგრძელებ, აუცილებლად გავხდები მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელი, ისეთი როგორებიც კრიშტიანუ და ლეოა, რაც ზოგიერთისთვის შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს. მე მაქვს ყველა ის მონაცემი, რაც იდეალურ მოთამაშეს სჭირდება".
Goal.com
- 10 ნოემბერი 2011
- 2 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.