კასილასი: "ახალი გამოწვევის მიღება მინდა"

ესპანურ ჟურნალ "GQ"-ს ნოემრბის ნომერში, სამეფო კლუბის კაპიტნის, იკერ კასილასის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ "ბლანსკომა" სამეფო თასი მოიპოვა, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ლა ლიგაზე, რონალდუ დაეუფლა "პიჩიჩის," მაინც "ელ კლასიკოებზე" საუბრობენ...
- სამეფო კლუბი საუკეთესოა მსოფლიოში.შეიძლება ვინმემ თქვას, რომ შარშან წარუმატებელი სეზონი გვქონდა, თუმცა ეს აბსურდილია.პირადად ჩემთვის, რომ ეთქვათ, ახალგაზრდა გუნდი, ახალი მწვრთნელით, "კოპე დელ რეის" მოიპოვებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში გავაო, არ დავიჯერებდი.გასული წელი, ნაყოფიერი გამოდგა "რეალისათვის," თუმცა რასაკვირველია, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.2 წლის განმავლობაში ერთი გუნდის ჰეგემონია სუფევდა, თუმცა გარწმუნებთ, რომ დასასრულს მიუახლოვდა უკვე.

- ამბობენ, რომ ხშირი "კლასიკოები" ევროპის ჩემპიონატის წინ, ესპანელ ფეხბურთელებში ცუდი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელსო...
- ჟურნალისტები ბევრ არარეალურ ამბებს თხზავენ და რა თქმა უნდა, ხალხსაც მოსწონთ ჭორები.სიმართლე გითხრათ, არავის ნებართვა არ მჭირდება იმის შესახებ, რომ ხავისთან, ინიესტასთან და ვალდესთან ერთად, წავიდე სასადილოთ ან სავახშმოდ.როდესაც ისინი "ბარსაში" გამოდიან, იცავენ კლუბის ინტერესებს და ანალოგიურად ვარ მეც.რაც შეეხება ნაკრებს, როგორც პროფესიონალი, ვცდილობ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო და სათანადოთ წარმოვაჩინო 46 მილიონი ადამიანი.

- ეროვნულ ნაკრებში ვისთან გაქვს კარგი ურთიერთობა?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ლოგიკურია, რომ იმასთან უფრო ახლოს ვარ, ვისთან ერთადაც დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობ.

- რას ამბობს ამის შესახებ დელ ბოსკე?
- ვისენტე ჩვენთვის არის როგორც მამა და ბაბუა.მან მითხრა, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველაფერს მოვაგვარებთო, თუმცა გარწმუნებთ, რომ არანაირი უთანხმოება არ არსებობს.

- რას იტყვით, რონალდოს მაშინდელ დაბადების დღეზე?
- ვერაფერს, გამომდინარე იქედან, რომ იქ არ ვყოფილვარ.

- ალბათ, მოგიყვებოდნენ იქ განვითარებულ ამბებს?
- არა (იცინის).რაღაცები გავიგე, მაგრამ მაშნ ვიყავი ახალგაზრდა, სულ რაღაც 23 წლის...

- ანუ შენ არ იყავი ჩართული იმ საქმეში?
- არა.არასოდეს მიტაცებდა წვეულებები.ყოველთვის სახლში დარჩენას ვამჯობინებდი.

- იმიტომ არ მიგიწვიეს, რომ ძალზედ ახალგაზრდა იყავი, თუ კარგი ბიჭის რეპუტაცია გქონდა?
- მე უბრალოდ არ მიყვარდა სახლიდან შორს წასვლა (იცინის).

- ჩემთვის, რომ მოწვევა გამოეგზავნათ, რაც არ უნდა შორს ვცხოვრობდე, მაინც წავიდოდი...
- მართლა? მე უფრო სახლში ყოფნა მიყვარს.დედაჩემი ყოველთვის ამაყობდა ჩემით, რამეთი ჩემს სურათებში მსგავს ადგილებს ვერ ნახავდით.

- ყოველთვის კარგი ბიჭის რეპუტაცია გქონდა, მაგრამ ამბობენ, დელ ბოსკეს მოსვლის შემდეგ, ექსცენტრიული გახდი...
- ყოველთვის ექსცენტრიული ვიყავი (იცინის).ალბათ, ეგეთი, მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში ვყავარ ხალხს ნანახი.ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ასაკი.არასოდეს ვყოფილვარ ექსცენტრიული.მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი აღზრდა მივიღე მშობლებისგან და ირგვლივ მყოფი შესანიშნავი საზოგადოებისგან.ვფიქრობ, 20, 12 ან 14 წლის ასაკში, ყველა ერთი და იგივეს აკეთებს.

- რას ფიქრობთ მოურინიოზე?
- ჟოზე მწვრთნელია, რომელსაც დიადი რეპუტაცია გააჩნია.მისი დამოძღვრილი კლუბები ყოველთვის იგებდნენ ტიტულებს.ის ისახავს მიზნებს და ბოლომდე მიჰყვება მათ.

- რა მოგწონთ გვარდიოლაში?
- ის, რომ პეპი ესპანელი მწვრთნელია და ფორმაცია განიცადა "ბარსელონას" კანტერაში.მან თავისი სიტყვა ყველგან თქვა, სადაც თამაშობდა და ამჟამად, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამრიგებელია.

- რა მოგცათ მოუმ ისეთი, რაც დანარჩენი მწვრთნელებისგან ვერ მიიღეთ?
- მას ფეხბურთისადმი სხვანაირი მიდგომა აქვს და ასევე, განსხვავებულია მისი ვარჯიშებიც.ის, განსაკუთრებით ცხოვრობს და განიცდის.მოურინიო გამარჯვებული ადამიანია და არასოდეს კმაყოფილდება იმით, რასაც მიაღწია.ყოველთვის უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას ითხოვს.

- გასულ წელს, როდესაც გესაუბრებოდით, აღნიშნეთ, რომ ერთადერთი რაც გაკლიათ, ეს არის კოპა დელ რეი...
- თქვენ ჩემი თილისხმა ხართ ! თქვენთან საუბრის შემდეგ, ყოველთვის ვიგებ ტიტულს.

- ეს მართალია.ჩვენ საუბრები გვქონდა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემიონატების წინაც.ახლა, როდესაც ყველაფერი მოიგეთ, რაზე ოცნებობთ?
- ამჟამად, ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ მოვიპოვო, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასი და ევროპის ჩემპიონატი.30 წლის ვარ და ახალი გამოძახების მიღება მინდა.

- კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონის სტატუსით მიემგზავრებით.როგორ ფიქრობთ, შეგეძლებათ ტიტულის დაცვა?
- ვფიქრობ, რომ ამის გამეორება გვძალუძს.

სტატიის წყარო: Realmadrid.ru
მთარგმნელი: ნიკოლოზ ჭანიძე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)