კაკა:"რონალდუ უფრო სრულყოფილია, ვიდრე მესი"
"ამ დროისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფები, თუმცა უწინდელი მდგომარეობის დაბრუნება ძალიან გამიჭირდება. "მილანში" თამაშისას მსოფლიში ერთ–ერთი საუკეთესო ვიყავი, თუმცა სამწუხაროდ ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტი სიცარიელე გვევლინება".
"დიდი დროის მანძილზე მძიმე ტრავმა მქონდა და შეხვედრებში თავის სათანადოდ გამოჩენას ვერ ვახერხებდი. ასეთი საკითხი დადგა, რომ სავარაუდოდ მე კლუბიდან გამიშვებდნენ, მაგრამ ჟოზე მოურინიომ დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელები, რომ მათთვის საჭირო ვიყავი. ვესაუბრე ფლორენტინო პერესსაც, რომელმაც რამდენიმე მითითება მომცა. დღეს, მე სავსებით ჯანმრთელი ვარ და საკმაოდ ნაყოფირეადაც ვთამაშობ, რაც მოურინიოს დამსახურებაა".
"ცხადია, "მილანის" კაკა გაცილებით უკეთესად თამაშობდა, ვიდრე ეს დღეს ხდება, თუმცა ჩემი მოტივაცია საკმაოდ დიდია და შესაბამისად შევეცდები კვლავინდებური რიკარდო გავხდე".
"ვგონებ, რომ დე ლიმა რონალდო არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. მე მასთან ერთად მითამაშია და ლუისის პროფესიონალიზმი უსაზღვროა, ისევე როგორც რონალდინიოსი. გამოვარჩევდი ზინედინ ზიდანსაც, თუმცა მე მის გვერდით სამწუხაროდ არ მიასპარეზია".
"ჩემის აზრით, კრიშტიანუ რონალდუ უფრო სრულყოფილია, ვიდრე არგენტინელი ლეო მესი. ორივე მათგანი განუმეორებელია, მაგრამ მე მაინც პორტუგალიელს ვამჯობინებდი. მესის ნებისმიერ მომენტში შეუძლია გუნდის გადარჩენა, თუმცა მადრიდელთა 7 ნომერი მომენტსაც და დაგვირგვინებასაც თავის თავზე იღებს, რაც ხშირად "რეალის" სასიკეთოდ სრულდება".
"რიკარდო კარვალიო არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. სამწუხაროა, რომ მას ტრავმა აღენიშნება, მაგრამ ყველას დიდი იმედი აქვს, რომ პორტუგალიელი მალე გამოჯანმრთელდება".
"იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარმა ასე განაგრძო თამაში, მაშინ იგი ძალიან ბევრს მიაღწევს. მსურს დოს სანტოსმა "რეალში" ითამაშოს, თუმცა ევროპული ფეხბურთი გაცილებით მაღალი და რთული დონისაა, ვიდრე ეს არის ბრაზილიური ფეხბურთი".
"კატალონიის "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და მისი თამაში მართლაც მოსაწონია. თითოეული ფეხბურთელი იდეალურია, მაგრამ გამოსარჩევი მაინც მესია, რომელიც "ბლაუგნარას" თამაშს უფრო სანახაობრივსა და ლამაზს ხდის".
As.com
- 9 ნოემბერი 2011
- 4 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.