მოუ 3 ქულიან ჰანდიკაპს ხელიდან არ უშვებს

გამოცემა "მარკამ," მოურინიოს საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, "განსაკუთრებული" არასოდეს უშვებს ხელიდან ჩემპიონობას, თუ მას ქვეყნის პირველობაზე 3 ქულიანი ან მეტი ჰანდიკაპი აქვს მდევართან.ანუ აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოუ "რეალსაც" პრიმერას ტიტულამდე მიიყვანს.

სტატისტიკის მოყვარულებისთვის დავწერ, რომ ინგლისში მუშაობის ჟამს, ჟოზე, პირველი ორი წლის განმავლობაში, ლიდერობის მოპოვების შემდეგ, სეზონის ბოლომდე ამ პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო რაც შეეხება ლონდონში გატარებულ მესამე პერიოდს, პორტუგალიელმა "მანჩესტერთან" წააგო ჩემპიონობა.აღსანიშნავია, რომ "წითლებამდე," "არისტოკრატები" პირველობდნენ ცხრილში, თუმცა ფერგის გუნდთან მხოლოდ 2 ქულიანი სხვაობა ჰქონდათ.

ამ მხრივ, პრობლემები არც იტალიაში ჰქონია მოურინიოს.მან "ინტერს" ორგზის ჩემპიონის წოდება მოუტანა.

რაც შეეხება "რეალში" გატარებულ შარშანდელ სეზონს, ჟოზეს შეგირდები "კლასიკომდე" ქულით უსწრებდნენ "ბარსას," თუმცა საბოლოო ჯამში, გვარდიოლას გუნდს ხვდა წილად პრიმერას თასი.

მაშასადამე, სტატისტიკა მოურინიოს მხარეს არის.იმედია, პორტუგალიელი წლეულსაც არ უღალატებს თავის პრინციპს და სამეფო კლუბთან ერთად გახდება ლა ლიგის მეპატრონე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)