ხიმენესი: "გამიხარდება თუ რონალდო არ იქნება"
"სევილიის" დამრიგებელმა, მანოლო ხიმენესმა, "რადიო მარკასთან" საუბარში განაცხადა, რომ მისი სურვილია კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმის გამო გამოტოვოს კვირის შეხვედრა, თუმცა ის აღნიშნავს, რომ პორტგალიელს შემცვლელიც, არა ნაკლებ ხიფათს შეუქმნის სევილიურ კლუბს.
"პირველი წუთებიდან დაძაბული ბრძოლა იქნება ესპანეთის ორ კლასიკურ გუნდს შორის.თუ რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია არ იქნება და ორივე გუნდი კარგ განწყობაზე გამოვა მოედანზე, ჩვენ ძალიან სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ."
"აღსანიშნავია, რომ ჩვენ წინასასეზონო მომზადების ეტაპი კარგად ჩავატარეთ.ამასთანავე შევიძინეთ სამი ახალი მოთამაშე, რომლებმაც სერიოზულად გააძლიერეს გუნდის პოტენციალი.ვგონებ, თუ ყველაფერი კარგად წაგვივიდა, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება სამეფო გუნდის წინააღმდეგ."
"სევილია" ბოლომდე დახარჯვისა და კარგად თამაშის შემთხვევაში, სერიოზულ კონკურენციას გაუწევს გრანდებს."
შეგახსენებთ, რომ სევილიელებმა მომზადება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ დაიწყეს.
- 3 ოქტომბერი 2009
- 1 573
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.