ლასი ნაკრებს მიღმა დარჩა
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, სადაც "მამლები" ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შემდეგ ბელგიელებს დაუპირისპირდებიან.
ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა ლორენტ ბლანმა მადრიდის "რეალის" მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გამოიძახა და ეს არის ქარიმ ბენზემა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ყველასათვის გასაკვირად ზემოდ ხსენებულმა სპეციალისტმა არ უხმო ლასანა დიარას, რომელიც აგრეთვე მშვენიერ ფორმაშია.
გამოძახებულთა სია:
მეკარეები: სედრიკ კარასო, უგო ლორისი და სტივ მანდანდა
მცველები: ერიკ აბიდალი, მეთიუ დებუჩი, ლაურენტ კოსიელნი, ჯერემი მათიუ, ადილ რამი, რეველირი და საკო
ნახევარმცველები: იოჰან კაბაუ, ალუ დიარა, მ'ვილა, ფლორენტ მალუდა, მარვინ მარტინი, სამირ ნასრი, ჯერემი მენესი და ფრენკ რიბერი
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა, კევინ გამეირო, ოლივერ გიროუდი და ლოის რემი
Goal.com
- 8 ნოემბერი 2011
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.