საუკეთესო ასისტენტი – დი მარია
ანხელ დი მარია "რეალის" საუკეთესო ასისტენტია. არგენტინელის ანგარიშზე 12 (10 – ლა ლიგა) საგოლე გადაცემაა, რაც შესანიშნავი შედეგია. ფაბიანმა ეს ყველაფერი 9 მატჩში მოახერხა, შესაბამისად საშუალოდ იგი ყოველ მატჩში 1.1 საგოლე პასს აკეთებს. უკანასკნელი შეხვედრა ანხელმა "ოსასუნასთან" ჩაატარა, სადაც შემტევმა სამი შედეგიანი გადაცემის გაკეთება შესძლო. მან მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, ვინაიდან ზემოდ ხსენებულმა გარემარბმა ყველასათვის სამწუხაროდ ტრავმა მიიღო.
ასევე მადრიდელთა 22 ნომერი "პრიმერაშიც" საუკეთესოა. იგი პირველ ადგილს ათი ასისტით იკავებს, მეორე პოზიციაზე ლეო მესი იმყოფება 6 საგოლე გადაცემით, ხოლო მესამე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომელიც ლეოს მხოლოდ ერთი პასით ჩამორჩება.
საუკეთესო ასისტენტთა ათეული:
ანხელ ფაბიან დი მარია – 10 საგოლე გადაცემა (მადრიდის რეალი)
ლიონელ მესი – 6 საგოლე გადაცემა (ბარსელონა)
კრიშტიანუ რონალდუ – 5 საგოლე გადაცემა (მადრიდის რეალი)
მესუთ იოზილი – 4 საგოლე გადაცემა (მადრიდის რეალი)
არდა ტურანი – 4 საგოლე გადაცემა (ატლეტიკო)
რაულ გარსია – 4 საგოლე გადაცემა (ოსასუნა)
გაბი – 3 საგოლე გადაცემა (ატლეტიკო)
ლასი – 3 საგოლე გადაცემა (რაიო ვალეკანო)
ბარკერო – 3 საგოლე გადაცემა (ლევანტე)
ხესუს ნავასი – 3 საგოლე გადაცემა (სევილია)
As.com
- 7 ნოემბერი 2011
- 2 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.