ვან მარვიიკმა ვან დერ ვაარტი არ გამოიძახა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა არ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში. ასევე ვერ ითამაშებს "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელი არიენ რობენი.
რობენმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ მიიღო და ერთი თვით ჩამოშორდა მოედანს, ხოლო ვან დერ ვაარტმა მარვიიკის და პელეგრინის ნდობაც დაკარგა. მას არც ნაკრებში და არც კლუბში არ აძლევენ სათამაშო დროს.
ჰოლანდიელებს დაუბრუნდნენ "პსვ"–ს ნახევარმცველები ორლანდო ენგელაარი და იბრაჰიმ აფელაი.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 3 ოქტომბერი 2009
- 1 880
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.