11 მატჩი, 4 ჰეთ–თრიკი
კრიშტიანუ რონალდუ იდეალურ ფორმაშია და იგი ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს. პორტუგალიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში "ლა ლიგაში" 11 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია.
რონალდუ "რეალის" ისტორაში ერთ–ერთი საუკეთესოა შედეგიანობით, რა თქმა უნდა ჩატარებული მატჩების ფონზე. "პრიემრა დივიზიონში" მან 11 მატჩიდან 4 ჰეთ–თრიკი შეასრულა, რაც "ლოს ბლანკოსის" არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია ეს, ასეთ მცირე დროში. კრიშტიანუმ სამი გოლის გატანა შესძლო "სარაგოსასთან", "რაიო ვალეკანოსთან", "მალაგასთან" და "ოსასუნასთან". საერთო ჯამში 7 ნომერს "სამეფო" კლუბის რიგებში 11 ჰეთ–თრიკი აქვს შესრულებული, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა რაოდენობის გოლებზე.
As.com
- 7 ნოემბერი 2011
- 1 700
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.