პარდესა: "გუნდმა უჩვეულ დროსთან ადაპტირება მალე გაიარა"
მადრიდის "რეალის" დირექტორის, მიგელ პარდესას მატჩისშემდგომი კომენტარი...
"გუნდი ბურთთან თავს კომფორტულად გრძნობდა. ფეხბურთელებმა უჩვეულ დროსთან ძალიან მალე გაიარეს ადაპტაცია. შესანიშნავი იყო დაცვის ხაზი. იმ მიზნებს მივაღწიეთ, რაც შეხვედრის წინ გვქონდა დასახული."
"მართალია, შაჰინმა რამდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ ეს მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ტრავმა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დეპრესიის მომტანია, მაგრამ ნური გუნდთან ერთად ყოველდღიურადაა და მას დიდ დახმარებას უწევენ. ყველაფერ ცუდს წერტილი დაესვა."
"აღფრთოვანებული ვარ ასეთი მადრიდის "რეალის" ხილვით. ბევრს ეგონება, რომ სრულყოფილებასთან ახლოს ვართ, მაგრამ ჟოზე მოურინიო ხარისხის გასაუმჯობესბლად ისევ მუშაობს. ფეხბურთში გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია."
- 6 ნოემბერი 2011
- 1 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.