სევილია vs მადრიდის რეალი - preview
2009 წლის 4 ოქტომბერი, ესპანეთი, სევილია, ლა ლიგის მეექვსე ტური, "რამონ სანჩეს პისქუანი", ადგილობრივი სევილია მადრიდის რეალის წინააღმდეგ
კვირას ლა ლიგის ერთ–ერთი შთამბეჭდავი თამაში უნდა შედგეს წესით და რიგით, ვინაიდან ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები ხვდებიან. ორივე კლუბი შესანიშნავ ფორმაშია, სევილიამ ერთი დამარცხება იწვნია ვალენსიას წინააღმდეგ თამაშში, ხოლო რაც შეეხება მადრიდის რეალს, ეს კლუბი უდანაკარგოდ აგრძელებს ბრძოლას, ასპარეზობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში, ბლანკოსებმა ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხეს და რაც მთავარია, საკუთარ კარშიც ყველაზე ნაკლები აქვთ გაშვებული. თუ ამას დავუმატებთ ბარსელონას მიერ გატანილ გოლებს, შესაძლებელია ესპანეთი გოლების წვიმაში ჩაიძიროს. იმისთვის , რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა ფორმაში იმყოფება სევილია ან მადრიდის რეალი, გთავაზობთ გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს გამოხატულს გრაფიკული ფორმით. მაშ ასე
სევილია:
მადრიდის რეალი
როგორც თავადაც ხედავთ, ორივე კლუბს თითქმის მიახლოებული მაჩვენებლები აქვთ გაშვებულ და გატანილ გოლებთან დაკავშირებით, მაგრამ გრაფიკიდან ასევე ნათლად ჩანს განსხვავება ამ ორ კლუბს შორის, კერძოდ: "სევილიას", გრაფიკიდან გამომდინარე სწრაფი გოლები გააქვს და შემდეგ ცდილობს თამაშის გაკონტროლებას და იმ მიმართულების მიცემას, რომელიც მას აწყობს, მაშინ როცა "მადრიდის რეალს" გოლების უმეტესობა მეორე ნახევარში გააქვს , ანალოგიური სიტუაცია იყო "მარსელის ოლიმპიკის" მიმართაც, როცა ბლანკოსებმა მეორე ნახევრის ათ წუთიან შუალედში მოახერხეს სამი გოლის გატანა, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმათ მოსაზრებებს, რომლებიც გაიძახიან, რომ "რეალი" მეორე ნახევრის კლუბია, ხოლო სევილიამ კი, მეორე ნახევსრის დაწყებამდე მოახერხა რეინჯერსისთვის გოლის გატანა და შემდეგ მთელი შეხვედრა ცდილობდა ბურთის გაკონტროლებას და დაჭერას. რომ არა ვალენსიასთან მარცხი, თითოეულ მათგანს თანაბარი ქულები ექნებოდა, მაგრამ კიდევ ერთი რამ, რაშიც ეს ორი კლუბი გვანან ერთმანეთს არის ის, რომ ორივე მთაგანის დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურება...
ინფორმაცია სევილიას რიგებიდან
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია შევიზიზღო ის კლუბი, რომელიც თუნდაც მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს, იმის გამო, რომ მე ბლანკოსებს ვგულშემატკივრობ, მე პირველ რიგში ფეხბურთი მიყვარს და შესაბამისად ლამაზი ფეხბურთის ყურებას ვანიწებ უპირატესობას, არამგონია რომელიმე თქვენგანს უნდოდეს ისეთი ფეხბურთის ყურება, სადაც მხოლოდ მადრიდის რეალი იქნება წამყვანის როლში და მხოლოდ ისნი გააკეთებენ ყველაფერს, ხოლო მისი მოწინააღმდეგე კი არაფერში გაატარებს ამ 90 წუთს. ეს ის დროა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს, ამიტომ მე პატივს ვცემ ისეთ მებრძოლ კლუბებს, როგორიც სევილიაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბს არ აქვს ბევრი ფული, არ ყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორიც მესი, რონალდუ და კაკა არიან, იგი მაინც იბრძვის და თითქმის ყოველ სეზონში სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც მადრიდის რეალს, ასევე ბარსელონას, ამიტომაა ასეთი კლუბები რომ პატივისცემას იმსახურებენ ჩემი მხრიდან... უმეტესობა მგონი ასე ფიქრობს, მაგრამ ვინაიდან ერთ ჭკვიან კაცს უთქვასმ:"შენ ვერ ილაპარაკებ სხვების სახელით, იმიტომ რომ არ იცი რაზე ფიქრობენ ისინი და ვერც ვერავინ მიხვდება ამას, სანამ თავად არ იტყვიან ამის შესახებ", ამიტომ სხვების სახელით ლაპარაკს არ ვაპირებ და მხოლოდ ჩემ პირად აზრს მოგახსენებთ, რაშიც შეიძლება ზოგი თქვენგანი დამეთანხმოს , ზოგიერთი კი არა...
სევილია ის კლუბია, რომელსაც შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს მადრიდის რეალს , მას შეუძლია ამავდროულად შეაჩეროს მადრიდის რეალის ბრწყინვალე სტარტი, მაგრამ ამას მე ნამდვილად არ ვისურვებდი, მიუხედავად ამ კლუბისადმი ჩემი კეთილგანწყობისა.ხიმენესის განკარგულებაში ძალიან ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები არიან, რომელთა შორის გამოცდილებიც ბევრი ყავთ, რაც ამ კლუბის სიძლიერეს უსვამს ხაზს. სევილიას ძალიან კარგი კარის დარაჯი ყავს ანდრეა პალოპის სახით, ჩემი აზრით ეს ფეხბურთელი იმაზე უკეთ ფასობს, ვიდრე ვილარეალელი დიეგო ლოპესი, პალოპი სევილიას წამყვანი ძალაა, რომელიც მის კარში შესრულებული სტანდარტულ მდგომარეობებისას სერიოზულ შეცდომებს არ უშვებს.
სევილიას დაცვის ხაზიც , როგორც ზემოთ მოგახსენეთ კარგად გამოიყურება. სევილიას რიგებში აღსანიშნავია კონკოს თამაში, რომელიც თავისი სათამაშო სტილით დანი ალვეშსაც მოგაგონებთ, ის ხშირად ერთვება შეტევებში და ბევრ სახიფათო მომენტებსაც ქმნის მეტოქის კართან. თუ მადრიდისტები მოახერხებენ კონკოს შეჩერებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისინი შეძლებენ სევილიას შეტევის შეჩერებას. ვინაიდან და რადგანაც სევილიას შეტევები ძირითადად ფლანგებიდან ვითარდება, ამიტომ ფლანგების გაკონტროლებით , ბლანკოსები შეძლებენ თავიანთ კართანსაფრთხეების შემცირებას.
სავარაუდო შემადგენლობა:
——————Palop———————
Konko—Squillaci–Escude—F. Navarrao
J. Navas—-Zokora—-Lolo—-D. Perott
———-Luis Fabiano—Negredo———-
ინფორმაცია მადრიდის რეალის რიგებიდან
როგორც იცით, რონალდუმ მარსელთან შეხვედრისას, სანტიაგო ბერნაბეუ ტრავმირებულმა დატოვა, შესაბამისად მისი თამაში სევილიას წინააღმდეგ ეჭვქვეშაა, რაც მადრიდისტებისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს კარგი ამბავი. ამ შეხვედრისთვის მოსალოდნელია, რომ მადრიდისტებს დაუბრუნდება არბელოა,რაც ნამდვილად კარგი ამბავია კლუბისთვის, ვინაიდან სერხიო რამოსი ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად მზად სათამაშოდ. მოედანზე ბლანკოსების რიგებში ასევე ელიან ლასის გამოჩენას, რომელმაც მოირჩინა მხრის ტრავმა, რის გამოც მას მოუწია წინა მარსელის წინააღმდეგ შეხვედრის გამოტოვება. რაც შეეხება კიდევ ერთ "ცუდ" ამბავს, გაგოს I-II კატეგორიის კუნთის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც იგი გამოეთიშა ბრძოლას ორი–სამი კვირით (რაც შეიძლება გვიან დაბრუნებულიყავ გაგო... ).
მეთსელდერი და რუდი განაგრძობენ აღმდგენ ვარჯიშებს და ჯერ კიდევ არ დამდგარა მათი დაბრუნების დრო. წინა შეხვედრაში გრანერო სათადარიგოთა სკამზე იჯდა მთელი მატჩის განმავლობაში და ეს იმიტომ, რომ მან ტენერიფესთან რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ითამაშა, მაგრამ არამგონია მიზანშეწონილი იყოს ამ ფეხბურთელის დიდხანს თამაშგარეთ დატოვება, ვინაიდან იგი აცნობიერებს საკუთარ შეცდომებს და ბევრს მუშაობს მათ გამოსასწორებლად.
იმ შემთხვევაში თუ რონალდუ ვერ მოახერხებს თამაშს, მაშინ ეს კიდევ ერთ შანსს მისცემს გაახალგაზრდავებულ გუტის, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა მარსელის წინააღმდეგ და სავარაუდოდ სევილიას წინააღმდეგაც ანალოგიურს ჩაიდენს. ნახევარდაცვის სამმა კაცმა კარგად ითამაშა (კარგად გაგოს გამოკლებით), მაგრამ მიუხედავად ამისა ნათლად გამოჩნდა ხარვეზები, რომლებზეც მუშაობა აუცილებელია.
სევილიასთან სერიოზული ყურადღების გამოჩენა მოუწევთ მარცხენა და მრაჯვენა მცველებს, მარსელომ მარსელთან კარგად ითამაშა და ადვილი მოსალოდნელია, რომ იგი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდეს. ასე რომ სავარაუდოდ მას მოუწევს ნავასთან ბრძოლა.

————-Casillas————–
S. Ramos—-Pepe—Albiol—-Marcelo
—-Guti—-Xabi Alonso—-Lass—-
————–Kaka—————
———Benzema—Raul———-
- 2 ოქტომბერი 2009
- 2 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.