მადრიდისტები სანაკრებო მოვალეობებზე
ნოემბრის დადგომასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო თამაშები, რომლებიც ფიფას კალენდარშია მონიშნული.
ეროვნული ნაკრების თავკაცებმა საკუთარ რიგებში იხმეს მადრიდელი მოთამაშეები.აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებსა და თურქებს საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ელოდებათ, რომლის გადალახვის შემთხვავშიც, ისინი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.
პორტუგალიელთა დამრიგებელი, რონალდუს, პეპესა და კოენტრაოს დახმარებით შეეცდება ბოსნიური ბარიერის დაძლევას, ხოლო თურქები კი, ალტინტოპის ძალისხმევით შეეცდებიან ხორვატების დამარცხებას.
2014 წლის მსოფლიო მუნდიალის საგზურისათვის, მორიგ თამაშს ჩაატარებს დი მარიასა და იგუაინის არგენტინა.
განსხვავებით ზემოდხსენებული გუნდებისა, ამხანაგურ დაპირისპირებებს გამართავს გერმანიის ნაკრები.ლიოვი, იოზილსა და ხედირას, უკრაინისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ შეხვედრებში გამოიყენებს.
- 5 ნოემბერი 2011
- 2 521
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.