მოურინიო: ""ოსასუნა" რთული მოწინააღმდეგეა"

სამეფო კლუბის თავკაცმა, "ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზში, ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა.

""ოსასუნა" საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა.მათი პირადი რწმენა "ლევანტეს" ძლევის შემდეგ უფრო გაიზარდა.ძალიან მტკივნეული იქნება, ოპტიმალურ ფორმაში ყოფნის დროს საშინაო შეხვედრის ვერ მოგება."

"შაჰინი განაცხადში შევიყვანე, რამეთუ ის მზადაა სათამაშოდ.სეზონის განმავლობაში, ნური ხან ალონსოს მეწყვილე იქნება, ხან მისი შემცვლელი.ვფიქრობ, რომ ჩაბის სრულფასოვანი დამცველი გამოუჩნდა, რაც აქამდე არ ჰყავდა."

"მიუხედავად იმისა, რომ ხვალინდელი დაპირისპირება ძალზედ დაძაბული იქნება, ჩვენ აუცილებლად უნდა ავიღოთ 3 ქულა და ქომაგები კიდევ ერთი გამარჯვებით უნდა გავახაროთ.გასულ სეზონში, "წითლები" მინიმალური ანგარიშით დავამარცხეთ "ბერნაბეუზე," ხოლო პამპლონაში კი ანალოგიურის გამეორება მასპინძლებმა შეძლეს.სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქეი დაცვითი სტილის ფეხბურთს აირჩევს.აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის გუნდებთან პაექრობის დროს, პრობლემებს განვიცდით მიმდინარე სეზონში, რაც აუცილებლად უნდა დავძლიოთ.რასაკვირველია, ეს ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდეს, გამომდინარე იქედან, რომ ბიჭებმა ყველა პრობლემატური სიტუაციიდან იციან გამოსავლის პოვნა."

"თითოეულ შეხვედრამდე სამი დღით ადრე, დისკუსიებს ვმართავთ მომავალ თამაშზე.რა თქმა უნდა, ხვალინდელი მატჩის დროს ახალი ხილია ყველასათვის და შესაბამისად, ბიჭებს ადაპტაციის გავლა მოუწევთ.ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ექსპერიმენტია, რაშიც საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ."

"რამოსი შეუდარებლად ასპარეზობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე.ვგონებ, სერხიოცა და გუნდის თითოეული მოთამაშე დღითიდღე იზრდებიან.როდესაც არბელოა და კოენტრაო მწყობრში არიან, ანდალუსიელს ცენტრში გავამწესებთ, ხოლო თუ რომელიმე მათთაგანი ვერ შეძლებს თამაშს, რამოსს დავაბრუნებთ ფრთაზე.ასევე გეტყვით, რომ დაცვაში ყველაფერი რიგზეა და გავრცელებული ხმები, თითქოსდა მცველის დამატებას ვაპირებთ იანვარში, სიმართლეს არ შეესაბამება.ერთი სიტყვით, "4" ნომერს იქ დავაყენებთ, სადაც საჭიროა."

"ეჭვი არ გამაჩნია იმის შესახებ, რომ "ოქროს ბუცი" უფრო ობიექტური ჯილდოა, ვიდრე "ოქროს ბურთი."შენ იგებ მას იმიტომ, რომ გაგაქვს ბევრი გოლი.კიდევ ერთხელ ვულოცავ რონალდუს ამ ტიტულს."

""ოსასუნას" წინააღმდეგ კაკა ვერ ითამაშებს.რიკარდოს მიკრო ტრავმა აწუხებს და შესაბამისად, ცოტა დრო სჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.ის ასევე ვერ დაეხმარება ეროვნულ გუნდსაც.საგანგაშო არაფერია."

"ლასი და ხედირა უნივერსალური ფეხბურთელები არიან.მათი გამოყენება შეიძლება ყველგან.ამ ბიჭებმა იციან ფეხბურთის თამაში."

"ჩვენი აკადემიის ფეხბურთელები ბრწყინვალედ ირჯებიან.ნებისმიერი დროს შეგვიძლია მათზე გათვლა.აქედან გამომდინარე, ჯამში 50 მოთამაშე გვყავს შემადგენლობაში.რასაკვირველია, ისინი თამაშის შანს მიმდინარე სეზონშიც მიიღებენ."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)