რამოსი ნაკრებს დაუბრუნდა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის შესარჩევ მატჩებში დაუპირისპირდებიან სომხეთისა და ბოსნიის ნაკრებებს, სადაც ალბათ ითამაშებს "ბილბაოს" მცველი ანდონი ირაოლა.
ფეხბურთელი ითამაშებს მესამე მატჩს ეროვნულ ნაკრებში ორი წლის განმავლობაში. ალვარო არბელოა არ იქნა გამოძახებული ამ თამაშებში, რადგან მან ახლახანს მოირჩინა ტრავმა.
ინიესტას და რამოსის დაბრუნება
სასიამოვნო სიახლეებია "ფურია როხაში". ნაკრებს დაუბრინდნენ პაუზის შემდეგ ანდრეს ინიესტა და სერხიო რამოსი. ამ ფეხბურთელებმა ტრავმები კონფედერაციის თასზე მიიღეს.
ესპანელებმა უკვე გაინაღდეს სამხრეთ აფრიკის საგზური, მაგრამ სურთ გაახარონ გულშემატკივრები და 10 ოქტომბერს ერევანში, ხოლო 14 ოქტომბერს ბოსნიაში სურთ ტრიუმფალურად დაასრულონ საკვალიფიკაციო ეტაპი. ფეხბურთელები ამ მატჩებისთვის მზადებას დაიწყებენ 6 ოქტომბერს 11:00–ზე.
შემადგენლობა:
მეკარეები: იკერ კასილასი ("რეალი"), პეპე რეინა ("ლივერპული"), დიეგო ლოპესი ("ვილიარეალი")
მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი"), რაულ ალბიოლი ("რეალი"), კაპდევილა ("ვილიარეალი"), ანდონი ირაოლა ("ბილბაო"), მარჩენა ("ვალენსია"), მონრეალი ("ოსასუნა"), პიკე ("ბარსელონა"), "პუიოლი ("ბარსელონა")
ნახევარმცველები: ხაბი ალონსო ("რეალი"), ბუსკეტსი ("ბარსელონა"), კასორლა ("ვილიარეალი"), ფაბრეგასი ("არსენალი"), ხავი ("ბარსელონა"), ინიესტა ("ბარსელონა"), რიერა ("ლივერპული"), სენა ("ვილიარეალი")
თავდამსხმელები: გუიზა ("ფენერბაჰჩე"), მატა ("ვალენსია"), სილვა ("ვალენსია"), ტორესი ("ლივერპული"), ვილია ("ვალენსია")
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 2 ოქტომბერი 2009
- 1 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.