მეორე მადრიდისტა, რომელმაც "ოქროს ბუცი" მოიგო
მადრიდის "რეალში" უკვე მეორე "ოქროს ბუცმა" დაიდო ბინა. კრიშტიანო რონალდო უგო სანჩესს შეუერთდა, რომელმაც ანალოგიური ჯილდო 1989-1990 წლების სეზონში მოიგო. თავად პორტუგალიელისთვის კი ეს მეორე "ოქროს ბუცია", რონალდომ იგი 2008 წელსაც მიიღო, როცა "მანჩესტერში" გამოდიოდა.
"ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი რეკორდის მოხსნა შეეძლო, კრიშტიანო რონალდოა." - განაცხადა უგო სანჩესმა. შეგახსენებთ, რომ მექსიკელმა თავდამსხმელმა 1989-1990 წლების სეზონში 38 გოლის გატანა მოახერხა. ამ ჯილდოს მოგებით რონალდო მეცხრე ფეხბურთელია, რომელსაც "ოქროს" ბუცი ორჯერ აქვს მიღებული. აქამდე ასეთი შედეგი გერდ მიულერს, ეუსებიოს, დუდუ გეორგესკუს, ფერნანდო გომეშს, ალი მაკკოისტს, მარიო ჟარდელს, ტიერი ანრისა და დიეგო ფორლანს ქონდათ.
ცნობისთვის, "ოქროს ბუცი" ქართველ ფეხბურთელსაც აქვს მოგებული. 1995-1996 წლების სეზონში "მარგვეთის" ფეხბურთელმა, ზვიად ენდელაძემ სეზონში 40 გოლის გატანა შეძლო და შესაბამისად ჯილდოს მფლობელიც გახდა.
- 4 ნოემბერი 2011
- 2 348
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.