რონალდომ "ოქროს ბუცი" მიიღო
დღეს, კრიშტიანო რონალდოს კუთვნილი "ოქროს ბუცი" გადასცეს...
დღეს, შუადღისას, კრიშტიანო რონალდომ მადრიდის სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" კუთვნილი "ოქროს ბუცი" მიიღო. ჯილდო მას ეუსებიომ და ალფრედო დი სტეფანომ გადასცა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ: ფლორენტინო პერესი, მიგელ პარდესა, ზინედინ ზიდანი და "რეალის" სხვა ოფიციალური პირები.
ცნობისთვის, გატანილ გოლზე სხვადასხვა ჩემპიონატში სხვადასხვა ქულა იწერებოდა: ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისსა და საფრანგეთში 2 ქულა. ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, შოტლანდიაში, საბერძნეთში, დანიაში, ისრაელში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, რუსეთში, სერბეთში, შვეიცარიაში, თურქეთსა და უკრაინაში 1.5 ქულა, ხოლო დანარჩენ სხვა ევროპულ ქვეყნებში 1 ქულა.
- 4 ნოემბერი 2011
- 2 734
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.