"მაკაბი" 88 - 82 "რეალი"
მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა და ძალიან დასანანი მარცხი განიცადა. დედაქალაქელებმა შეხვედრა 6 ქულის სხვაობით, 88-82 წააგეს...
მთელი მატჩის მანძილზე აქტიურობდა გუნდის უდავო ლიდერი ჯეისი კეროლი, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა, სწორედ იგი დასახელდა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ. ასევე აღსანიშნავია რიჩარდ ჰენდრიქსის ბრწყინვალე ასპარეზობა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი მადრიდელთა 6 ქულიანი უპირატესობით, 25-31 დასრულდა, მთელი 10 წუთის მანძილზე ესპანელები ტოლს არ უდებდნენ თელავიველებს, მაგრამ მეორე მეოთხედში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, მადრიდელებლმა მხოლოდ 10 ქულის მოპოვება მოახერხეს მაშინ, როდესაც მაკაბის მოთამაშეებმა 21 ქულას მოუყარეს თავი და წინ გავიდნენ. პირველი ნახევარი 46-41 დასრულდა.
მესამე მეოთხედში ორივე გუნდის კალათბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ბურთი ხშირად თავსდებოდა კალათში, თუმცა სამწუხაროდ უფრო ხშირად მაკაბელებს უმართლებდათ. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედში "რეალმა" 21 ქულა მოიპოვა, სასტვენის შემდეგ ტაბლოზე 74-62 დაფიქსირდა.
შეხვედრის ბოლო ნაწილი განსაკურებით დრამატული გამოდგა, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. "რეალის" შეგირდებმა ყველაფერი გააკეთეს შეხვედრის მოსაბრუნებლად, მაგრამ თელავივის გუნდმა 88-82 გაიმარჯვა და აქტივში მორიგი ქულები ჩაიწერა.
- 4 ნოემბერი 2011
- 1 831
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.