რაული და პერესი მხარს უჭერენ ოლიმპიადის მადრიდში გამართვას
დღეს საღამოს ცნობილი გახდება 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების დედაქალაქი. ოლიმპიური კომიტეტი გამარჯვებულს ოთხი კანდიდატურიდან გამოავლენს: მადრიდი, რიო–დე–ჟანეირო, ტოკიო და ჩიკაგო. მადრიდიდან გაემგზავრა "რეალის" კაპიტანი რაული. ამ ცერემონიაზე გამგზავრება ხელიდან არ გაუშვა ფლორენტინო პერესმაც. კოპენჰაგენში გაემგზავრნენ ესპანეთის სხვა ცნობილი სპორტის სახეებიც. მადრიდიდან მხარს უჭერენ კრისტიანო რონალდო და რაფაელ ნადალი.
რაულთან ერთად ტერეზა პორალესი და მონიკა ფიგარ კოგენი, მერსედეს კოგენის ქალიშვილიც მიიღებს მონაწილეობას ამ ცერემონიაში. ასევე დაესწრებიან მეფე ხუან კარლოსი, პრემიერ–მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო, მადრიდის მერი ალნბერტო რუის–გალიარდონი, ესპერანსა აგირე, სახელმწიფო მდივანი სპორტის საქმეებში ხაიმე ლისავეტსკი, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალეხანდრო ბლანკო და მერსედეს კოგენი.
"ხვალ საღამოს შვიდის ნახევარზე მადრიდი გამარჯვებული იქნება. ეს სურს ყველა მადრიდელს და ესპანელს და ხვალ დამტკიცდება, რომ მადრიდი საუკეთესოა" – განაცხადა რაულმა.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 2 ოქტომბერი 2009
- 2 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.