ბრაიანდი : "იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო"
ოლიმპიკის ფორვარდმა ჯიმი ბრაიანდმა განაცხადა, რომ ლიონელებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გუშინდელი საღამო მათი არ იყო...
"სამეფო კლუბმა რა თქმა უნდა კარგად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია, შეგვეძლო მინიმუმ ფრეზე გვეასპარეზა, უამრავი მომენტი გავაფუჭეთ, ხანდახან კი არ გვიმართლებდა, იღბალი ჩვენ მხარეს ნამდვილად არ გახლდათ, თუნდაც ძელი გაიხსენეთ, ყველას გვეგონა, რომ კასილასის კარი ავიღეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში დავინახეთ რაც მოხდა."
"მოურინიოს შეგირდები მეორე ტაიმში განსაკუთრებით მოეშვნენ, მაგრამ ვერც ამის გამოყენება მოვახერხეთ, ისინი ჩვენზე მაღლა დგანან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მინიმუმ ფრეზე შეგვეძლო თამაში, გულდაწყვეტილი ვარ, რომ წავაგეთ და მდგომარეობა გავირთულეთ, თუმცა მომდევნო შეხვედრების მოგებას და 1/8 ფინალში გასვლას ვაპირებთ, ჩვენ გუნდს ფლეი ოფში თამაში სურს."
"გულშემატკივრები ბოლომდე გვედგნენ მხარში და მხურვალე ტაშით გვაჯილდოვებდნენ, ამისათვის მათ დიდი მადლობა."
"გურკუფს თამაში გაუჭირდა, მაგრამ ესპანელებთან დაპირისპირება არცერთი მოთამაშისთვის არ არის იოლი, ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბლანკოსთან" ასპარეზობის დროს შესაძლოა დაიბნეს და ამაში საგანგაშო არაფერია."
- 3 ნოემბერი 2011
- 2 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.