გონალონსი : "რეალი ჯგუფურს 18 ქულით დაასრულებს"
სამეფო კლუბის გუშინდელის მეტოქის, ლიონის ოლიმპიკის ნახევარმცველმა, გონალონსმა განაცხადა, რომ თავს ზემოთ ძალა არ არის და ამ ეტაპზე სამეფო კლუბის დამარცხება ლიონისთვის შეუძლებელია...
"ჟოზე მოურინიოს გუნდში სერიოზული გარდატეხა მოხდა, უბრალოდ ვერ აგიღწერთ რა რთულია და რა ძალას მოითხოვს ესპანურ გიგანტთან თამაში, ისინი ბურთს შესანიშნავად ფლობენ და სწორედ ამის ხარჯზე გადიან ფონს, მათთვის მთავარი პოზიციური თამაში არ იყო, დედაქალაქელები მხოლოდ ბურთს აკონტროლებდნენ."
"კარგი გუნდი გვყავს და ამბიციებიც გვაქვს, იმედი არ დაგვიკარგავს, 1/8 ფინალში გასვლა შესაძლებელია, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამსტერდამის აიაქსს "ბლანკოსთან" აქვს სათამაშო, ჩვენ კი ზაგრების დინამოსთან, დარწმუნებული ვარ ჯგუფური ეტაპის ბოლოს "მერენგები" 18 ქულას ჩაიწერენ აქტივში, რადგან მათი დამარცხება არცერთ გუნდს არ შეუძლია."
- 3 ნოემბერი 2011
- 2 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.