მოუ: "ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა"
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ამას მივაღწიეთ კიდეც, ეს ნორმალურია. რაც მთავარია, პლეიოფის საგზური გავინაღდეთ. ძალზედ კმაყოფილი ვარ შედეგით. ჩვენ დავუპირისპირდით უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების გუნდს და მათი დამარცხება იოლად შევძელით."
"მოედნის ცენტრი უფრო გადამწყვეტი პოზიციაა ვიდრე დანარჩენი სხვა. მე ვამჯობინე ლასი ფლანგზე გადამეყვანა და მან სრულიად გაამართლა. შემდეგ საწინააღმდეგო მხარესაც მოუწია თამაში. ლასს უკვე დიდი ხანია ვიცნობ და მისი შესაძლებლობები სრულად ვიცი. მას ისევე კარგად შეუძია თამაში მარცხნივ, როგორც მარჯვნივ. პეპესა და სერხიოს დუეტი ცენტრში შეუდარებელია. ისინი უბრალოდ ფენომენალურად თამაშობენ. ასეთი განლაგება ტრავმებმა და სხვადასხვა გარემოებებმა გამოიწვია."
"მარსელომ შესაძლოა კვირასაც არ ითამაშოს, მაგრამ შესაძლოა არც ფაბიომაც. ისეთ ფეხბურთელს ვაძლევ თამაშის საშუალებას, რომელიც უფრო კარგ ფორმაშია, არ აქვს მნიშნელობა ის ვინ იქნება. ძალიან კარგი გუნდი და შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. როცა გუნდის სულისკვეთებაზე ფიქრობ, მაშინ შესაძლებელია ყველაფერი იოლად გადაწყვიტო. არ ვარ დარწმუნებული, რომ მარსელო და კაკა კვირას იქნებიან. ზედმეტი თავსატეხი არ გვჭირდება."
"მსაჯობის კმაყოფილი ვარ, ალბათ საუკეთესო იყო ჩემპიონთა ლიგაზე. რიცოლის ყველა ასისტენტმა თავიანთი საქმეე კარგად გააკეთა. ერთ-ერთ ეპიზოდში კონეზე შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, მაგრამ მან ისე კარგად იმსაჯა, რომ ამას ყურადღება საერთოდ არ მივაქციე. საერთო ჯამში მომეწონა და დადებითად ვარ განწყობილი."
- 3 ნოემბერი 2011
- 1 897
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.