ბენზემა: ""ჟერლანდზე" უსიამოვნო ტრადიცია უნდა დავარღვიოთ"
""ლიონი" ყველა შეხვედრაში თავის უპირატესობებს ავლენს. წინა სეზონში ჩვენ "ჟერლანდზე" ერთი უსიამოვნო სტატისტიკა დავარღვიეთ და წინა წლებისგან განსხვავებით ფრედ ვითამაშეთ, ახლა კი შესაძლებლობა გვაქვს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ და პირველად გავიმარჯვოთ აღნიშნულ სტადიონზე. რთული მატჩი იქნება, რადგან "ლიონი" "რეალის" წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს."
"მე აქ უკვე სამი წელია ვარ და ამ ხნის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განვიცადე. მინდა, რომ ასე გავაგრძელო. რთული მატჩი კი იქნება, მაგრამ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც რონალდო, ოზილი, იგუაინი და დი მარია არიან. მათ შეუძლიათ შესანიშნავი თამაში აჩვენონ. თუ მატჩს კარგად დავიწყებთ, გამარჯვებასაც მივაღწევთ."
"წინა წელს გატანილი გოლი "ლიონის" კარში ძალზედ მნიშნელოვანი და სასიხარულო იყო ჩემთვის. იმ პერიოდისთვის ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა და მაგ გოლმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს პროგრესში. ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე შარშან."
"მოურინიოსთან ერთად ახალი ფილოსოფია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც შეუძლია აწარმოოს მაღალი დონის თამაში. გვყავს შესანიშნავი შეტევისა დაცვის ხაზი. ეს კი მოგებისა და წარმატების საწინდარია."
- 2 ნოემბერი 2011
- 1 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.