პიპა: "გოლებში თანაგუნდელების ღვაწლი დიდია"
სამეფო კლუბის არგენტინელმა ფორვარდმა, დღეს, საზოგადოებას ახალი ბუცები წარუდგინა.ამასთანავე, პიპას ჟურნალისტების კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.
"მადრიდის "რეალი" გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში, რაც სასიხარულოა.ვფიქრობ, რომ ნამდვილად ვიმსახურებდით დაწინაურებას.ბიჭები მუხმოუხრელად ვშრომობთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.რა თქმა უნდა, სიამოვნებას ვიღებ გოლებისგან.
ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო საგოლე ეპიზოდები.მიხარია მადრიდის მაისურში რომ ვხედავ საკუთარ თავს."
"საკმაოდ დიდი ხანი მიწევდა უქმობა ტრავმის გამო, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი რიგზეა.მადლობას ვუხდი იმათ, ვინც ამ დროის განმავლობაში მხურვალედ მიჭერდნენ მხარს."
"სიმართლე გითხრათ, სტატისტიკებს თვალს არ ვადევნებ.მთავარია გუნდის წარმატება.ჩემს გოლებში დიდი წვლილი მიუძღვით თანაგუნდელებს.სწორედ, ერთიანი მუშაობის შედეგია ის, რაც ხდება."
"რასაკვირველია, სასიხარულოა, როდესაც ორივე ფორვარდი გოლს იტანს.ბენზემა შესანიშნავი ფეხბურთელია.ჩვენ მეგობრები ვართ და საერთოდ, ამ მხრივ შემადგენლობა ბწრყინვალე ატმოსფეროა."
"მესუთ იოზილი გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ხარისხიანად თამაშობს.რაც შეეხება კაკას, ბრაზილიელმა ოპტიმალური ფორმა აკრიფა.რიკარდომ გუნდის გამარჯვებაში არაერთხელ შეიტანა წვლილი."
"ვფიქრობ, რომ "ოსასუნასთან" შეხვედრა, რომელიც 12 საათზე გაიმართება, არანაირ პრობლემას არ შექმნის.მშვენიერი დროა."
- 31 ოქტომბერი 2011
- 2 838
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.