რამოსმა დაცვას სიმშვიდე შესძინა
მადრიდის "რეალის" დაცვითი ხაზი, ბოლო შეხვედრებში მოწოდების სიმაღლეზეა.აღნიშვნის ღირსია, რომ მადრიდისტებმა უკანასკნელი 6 თამაშის განმავლობაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.
სამეფო კლუბის კარი, ბოლოს 16 ოქტომბერს, "რეალ ბეტისის" ფეხბურთელმა, ხორხე მოლინამ აიღო.ამის შემდეგ კი, პრიმერა დივიზიონის მაშტაბით, კასილასის კარებს, 382 წუთია, რაც გოლი არ უგემია.
შთამბეჭდავია, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში, ლომის წვლილი მიუძღვის სერხიო რამოსს, რომელმაც კარვალიუს ტრავმის შემდეგ ცენტრალური მცველის პოზიცია მოირგო.სწორედ, ნახსენებ ექვს დაპირისპირებაში, რამოსი-პეპეს ტანდემი უმკლავდებოდა მოწინააღმედე ფორვარდებს.
იმედია, რომ იკერის მშრალია სერია დიდხანს გაგრძელდება სერხიოს ასპარეზობაც წარმატებულად გაგრძელდება.
- 31 ოქტომბერი 2011
- 3 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.