ტოტენჰემი ლასანას არ ეშვება
მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტოტენჰემ ჰოტსპურის მესვეურები გამალებით ცდილობდნენ ფრანგი ლასანა დიარას შეძენას, რომელსაც სამეფო კლუბში საქმე არც ისე კარგად მისდის, ახალგაზრდა ნახევარმცველი ვერა და ვერ ახერხებს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას...
Daily Mail-ზე დაყრდნობით "მამლები" ზამთრის სანტრასნფერო ფანჯრის გახსნას მოუთმენლად ელიან და ლასისთვის 15 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული. ფრანგი მოთამაშე უკმაყოფილებას არასდროს მალავდა და არც ახლა ერიდება მწვავე განცხადებების გაკეთებას, მას ძირითად თერთმეტეულში მოხვედრა სურს და არ აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდში იასპარეზებს.
იმ შემთხვევაში თუ ჟოზე მოურინიო ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება, შეთანხმება შესაძლოა მოხდეს, რადგან ზემოთხსენებული თანხა სათადარიგოთა სკამის მოთამაშისთვის არც ისე ცოტაა.
- 31 ოქტომბერი 2011
- 2 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.